სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“იტყუებოდნენ, შუბლის ძარღვი გაწყვეტილი ჰქონდა ორივე მოწმეს“ - სასამართლომ პედიატრ კოტე ჩახუნაშვილს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
“იტყუებოდნენ, შუბლის ძარღვი გაწყვეტილი ჰქონდა ორივე მოწმეს“ - სასამართლომ პედიატრ კოტე ჩახუნაშვილს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი პე­დი­ატ­რი კონ­სტან­ტი­ნე ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლელა ცა­გა­რე­იშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის სა­ხით 2 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ა­კის­რა.

კონ­სტან­ტი­ნე ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

“რო­გორც ნა­ხეთ, იტყუ­ე­ბოდ­ნენ და ორი­ვე მოწ­მეს შუბ­ლის ძარ­ღვი ჰქონ­და გა­წყვე­ტი­ლი. და­კა­ვე­ბის დროს, სა­დაც ვსა­უბ­რობ­დი, იქ, თვი­თონ ჰქონ­დათ პრე­ტენ­ზია, რომ ვი­ღა­ცე­ბი იტყუ­ე­ბი­ან, სცე­მენ და ასე გა­მო­დი­ა­ნო და ახლა, მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თმა ცრუ მოწ­მემ შუბ­ლის ძარ­ღვი გა­ი­წყვი­ტა, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბის დროს იქ, სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა.

თვი­თონ იქ, პრე­ტენ­ზია ჰქონ­დათ- “აი, რომ არ გცემთ, იმი­ტომ არ ვართ რუ­სუ­ლი “მი­ლი­ცია“ და რუ­სუ­ლი “მი­ლი­ცია მარ­ტო“ ეს კი არ არის, რუ­სუ­ლი “მი­ლი­ცია“ არის ის, რა­საც ახლა აკე­თე­ბენ - ცრუ მოწ­მე­ე­ბის ბრალ­დე­ბე­ბით რომ გი­ჭე­რენ. თუნ­დაც ჩვე­ნი ერთ-ერთი კო­ლე­გა, გი­ორ­გი ახო­ბა­ძე ე.წ. ჩა­დე­ბით არის და­ჭე­რი­ლი. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, ახლა, მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი აქ­ცი­ა­ზე წა­ვალთ, იქ დავ­დგე­ბით და გა­მოვ­ხა­ტავთ პრო­ტესტს.

ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, არ და­ი­ღა­ლოთ, ბო­ლომ­დე უნდა მი­ვაწ­ვეთ და ეს რე­ჟი­მი არის და­სას­რუ­ლე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კოტე ჩა­ხუ­ნაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბოდ­ნენ, რაც პო­ლი­ცი­ე­ლი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი 9 დე­კემ­ბერს, ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე იმ დროს და­ა­კა­ვეს, როცა აქ­ცი­ა­ზე მი­დი­ო­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

“იტყუებოდნენ, შუბლის ძარღვი გაწყვეტილი ჰქონდა ორივე მოწმეს“ - სასამართლომ პედიატრ კოტე ჩახუნაშვილს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

“იტყუებოდნენ, შუბლის ძარღვი გაწყვეტილი ჰქონდა ორივე მოწმეს“ - სასამართლომ პედიატრ კოტე ჩახუნაშვილს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

“როგორც ნახეთ, იტყუებოდნენ და ორივე მოწმეს შუბლის ძარღვი ჰქონდა გაწყვეტილი. დაკავების დროს, სადაც ვსაუბრობდი, იქ, თვითონ ჰქონდათ პრეტენზია, რომ ვიღაცები იტყუებიან, სცემენ და ასე გამოდიანო და ახლა, მაგალითად, ერთ-ერთმა ცრუ მოწმემ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა, რომელიც დაკავების დროს იქ, საერთოდ არ ყოფილა.

თვითონ იქ, პრეტენზია ჰქონდათ- “აი, რომ არ გცემთ, იმიტომ არ ვართ რუსული “მილიცია“ და რუსული “მილიცია მარტო“ ეს კი არ არის, რუსული “მილიცია“ არის ის, რასაც ახლა აკეთებენ - ცრუ მოწმეების ბრალდებებით რომ გიჭერენ. თუნდაც ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა, გიორგი ახობაძე ე.წ. ჩადებით არის დაჭერილი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ახლა, მე და ჩემი მეგობრები აქციაზე წავალთ, იქ დავდგებით და გამოვხატავთ პროტესტს.

ყველას მოვუწოდებ, არ დაიღალოთ, ბოლომდე უნდა მივაწვეთ და ეს რეჟიმი არის დასასრულებელი“, - განაცხადა კოტე ჩახუნაშვილმა სასამართლოს დასრულების შემდეგ.

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ჩახუნაშვილი 9 დეკემბერს, ნუცუბიძეზე იმ დროს დააკავეს, როცა აქციაზე მიდიოდა.

იხილეთ ასევე: