ავტორი:

"ცუდი ამბავი მოგვივიდა სტამბულიდან... იმედი მქონდა, ჩემო ლამაზო ირინა, ეს არ უნდა მომხდარიყო" - გარდაიცვალა რევაზ ლაღიძის შვილიშვილი

"ცუდი ამბავი მოგვივიდა სტამბულიდან... იმედი მქონდა, ჩემო ლამაზო ირინა, ეს არ უნდა მომხდარიყო" - გარდაიცვალა რევაზ ლაღიძის შვილიშვილი

გარდაიცვალა საქართველოს სამარიტელთა კავშირის თანამშრომელი, პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის მეუღლე, რევაზ ლაღიძის შვილიშვილი ირინა კლდიაშვილი.

  • როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ის მძიმე სენს ებრძოდა და სტამბოლში გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შესახებ წერენ ოჯახის ახლობლები და მეგობრები:

ანა ლაღიძე:

"ეს რა ცუდი ამბავი მოგვივიდა სტამბულიდან, ღმერთო ჩემო. ვერ ვიჯერებ. სულ მქონდა იმედი, ჩემო ლამაზო და ტკბილო ირინა. ეს არ უნდა მომხდარიყო".

ბექა გოჩიაშვილი:

"ნათელში იყავი და მიყვარხარ ძალიან! მადლობა იმ სიყვარულისთვის რაც შენგან მიგრძნია ჩემი და ზოგადად მუსიკის მიმართ, ყოველთვის უსწორესი დეტალური აღნიშვნებით.. მეტს უბრალოდ ვერაფერს ვერ ვამბობ. გპირდები, რომ ბევრ ბალადას მოგიძღვნი, რაც შენ და ჩვენი “ჯაზის სამეგობროს” ძალიან გვიყვარდა. აქ რომში ვართ, ნიკუშამ ჯარეტის კონცერტზე წამიყვანა და ბევრი უკარგესი ადამიანიც თან გვახლდა.eოჯახს და მეგობრებს ვუსამძიმრებ!

ვასო გაბუნია:

ჩემო უკარგესო, ულამაზესო და უკეთილესო გოგო. შენთან გატარებული ყველა წუთი მოსწავლეობიდან მოყოლებული ერთად მუშაობამდე გაგრძელებული ბედნიერება იყო. დღეს მეტს ვერაფერს გეტყვი...P.S. შენი ბოლოს მოწერილი წერილი ვნახე ახლა - გპირდებით, რომ ძალიან მალე ყველაფერი ისე იქნება საქართველოში, როგორც შენ გინდოდა.