"როგორც ჩანს, მძიმე ემოციური ფონი აქვს. თვითონვე ამბობს, არ მალავს. ვინ წავა, ვნახოთო",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
"რაღაც პოსტებს დებს უკვე. როგორც ჩანს, ეს მძიმე ემოციური ფონი მას ისეთ რაღაცებს ალაპარაკებს, რაც მის მესიჯბოქსშიც კი უკვე ნამეტანია. შესაბამისად, მოდით, ნუღარ განვსჯით, შევუნდოთ. როგორც ჩანს, მართლა რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს. აღარ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება, უკვე ისეთ კომენტარებს აკეთებს, ჩვენ არ გამოგვივიდეს ამ მძიმე ემოციურ ფონზე კიდევ ცეცხლზე ნავთის დასხმა. გასაგებია, ადამიანი სკამს ებღაუჭება ისე, რომ არც მალავს, პრაქტიკულად, თვითონ ამბობს, რომ სკამს ვებღაუჭებიო. დარჩეს კობახიძე, დარჩეს პარლამენტი, ოღონდ მეც დამტოვეთო. მერე თქვა, რომ არსად მივდივარო. წარმოუდგენელია. კონსტიტუციიდან ისედაც გასული იყო. მძიმე ემოციურ ფონზე რა განცხადებებს გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს, უბრალოდ, ერთადერთი, რასაც ახერხებს კიდევ, ეს არის აგენტურული ოპოზიციის მესიჯბოქსი. იქ ახერხებს ჩარჩოში ჩაჯდომას, დანარჩენი საერთოდ მომსახურების ზონიდან გასულია“, - განაცხადა მდინარაძემ.