მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადამწყვეტი ნაბიჯების დროა" - რა განცხადებას ავრცელებენ Human Rights Watch-ის წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე
"გადამწყვეტი ნაბიჯების დროა"  - რა განცხადებას ავრცელებენ Human Rights Watch-ის წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

ევ­რო­კავ­შირ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რეპ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი დაგ­მო, მაგ­რამ გა­დამ­წყვე­ტი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის დრო დად­გა, - ამის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას Human Rights Watch-ის ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ტე­რეს­თა დაც­ვის დი­რექ­ტო­რი, ის­კრა კი­რო­ვა და ასო­ცი­რე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი გო­გია ავ­რცე­ლე­ბენ.

"ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხის გან­სა­ხილ­ვე­ლად 16 დე­კემ­ბერს შე­იკ­რი­ბე­ბი­ან, ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ჩახ­შო­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც უკვე მე­ო­რე კვი­რაა გრძელ­დე­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა უნდა მო­ი­თხო­ვონ.

ასე­ვე, ევ­რო­კავ­ში­რის მი­ნის­ტრებ­მა სან­ქცი­ე­ბი უნდა და­უ­წე­სონ იმ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, რომ­ლე­ბიც დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან. ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მკაც­რი პა­სუ­ხი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კრი­ზი­სის საფრ­თხეს ქმნის“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა ძა­ლა­დო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი უნდა და­სა­ჯოს და ასე­ვე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბი უნდა და­უ­წე­სოს.

„ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა კონ­სენ­სუსს უნდა მი­აღ­წი­ონ, რათა ევ­რო­კავ­ში­რის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა გლო­ბა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის რე­ჟი­მი გა­მო­ი­ყე­ნონ იმ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მონ­სტრან­ტე­ბის ცე­მა­სა და მათ წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ასე­ვე, ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტე­ბის­თვის შენ­გე­ნის სა­ვი­ზო მო­თხოვ­ნე­ბის შე­მო­ღე­ბა უნდა გა­ნი­ხი­ლოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად უნდა მოხ­დეს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"გადამწყვეტი ნაბიჯების დროა" - რა განცხადებას ავრცელებენ Human Rights Watch-ის წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

"გადამწყვეტი ნაბიჯების დროა"  - რა განცხადებას ავრცელებენ Human Rights Watch-ის წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

ევროკავშირმა ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები დაგმო, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დრო დადგა, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ინტერესთა დაცვის დირექტორი, ისკრა კიროვა და ასოცირებული დირექტორი, გიორგი გოგია ავრცელებენ.

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც საქართველოს საკითხის განსახილველად 16 დეკემბერს შეიკრიბებიან, ქვეყანაში მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩახშობის თაობაზე, რომელიც უკვე მეორე კვირაა გრძელდება, დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მოითხოვონ.

ასევე, ევროკავშირის მინისტრებმა სანქციები უნდა დაუწესონ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლები არიან. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე, საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ხელისუფლების მკაცრი პასუხი, საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისის საფრთხეს ქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დასაჯოს და ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები უნდა დაუწესოს.

„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კონსენსუსს უნდა მიაღწიონ, რათა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი გამოიყენონ იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემონსტრანტების ცემასა და მათ წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებაზე. ასევე, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დიპლომატებისთვის შენგენის სავიზო მოთხოვნების შემოღება უნდა განიხილოს. ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებული მხარდაჭერის პარალელურად უნდა მოხდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: