ავტორი:

"ჯგუფურად სცემეს ორ პირს" - პროკურატურამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს ბრალდება წარუდგინა: რა კადრებს ავრცელებს უწყება (ვიდეო)

"ჯგუფურად სცემეს ორ პირს" - პროკურატურამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს ბრალდება წარუდგინა: რა კადრებს ავრცელებს უწყება (ვიდეო)

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

  • უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს. ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.