"თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დათანხმდება, სჯობს, თბილისში საპროტესტო აქციების მე-13 ღამეს შეხედოს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ასევე, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის ვიდეოს აზიარებს და აღნიშნავს, რომ რეპრესიული ძალების შეტევამდე აქციები მშვიდობიანია.
"ასეთი მშვიდობიანია საპროტესტო აქციები, სანამ რეპრესიული ძალები შეტევას დაიწყებენ. ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე არც ერთი ფანჯარა არ ჩამსხვრეულა, არც ერთი ავტომობილი არ განადგურებულა, მაგრამ ასობით სასტიკ დაკავებას ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.