ავტორი:

კვარაცხელია ტრავმირებულია - რა მოხდა "ნაპოლი"-"ლაციოს" მატჩზე და რამდენი თამაშის გამოტოვება მოუწევს ქართველს

კვარაცხელია ტრავმირებულია - რა მოხდა "ნაპოლი"-"ლაციოს" მატჩზე და რამდენი თამაშის გამოტოვება მოუწევს ქართველს

"ნაპოლის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ "ლაციოსთან" მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო, Pineta Grande-ის კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და სარეაბილიტაციო პროცესის გავლა დაიწყო.

  • ნეაპოლური მედია წერს, რომ ასეთი დაზიანების შემდეგ ფეხბურთელს როგორც წესი ერთიდან ოთხ კვირამდე მკურნალობა სჭირდება. კვარაცხელიას მდგომარეობას ექიმები დააკვირდებიან და უფრო დეტალურ ცნობებს მოგვაწვდიან.

სავარაუდოდ, ხვიჩა წელს ვერ ითამაშებს. calciomercato-ს მტკიცებით, "კვარას" მინიმუმ ერთი თვე უქმობა და ხუთი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომაული გუნდის მცველები მას დაუნდობლად ეუხეშებოდნენ, რაც მსაჯმა რეაგირების გარეშე დატოვა. კვარაცხელია იმ დაპირისპირებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ჟურნალისტები მაინც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ.

sportall.ge