სამართალდამცველებმა პედიატრი, მოძრაობა "ჯიუტის“ წევრი, კოტე ჩახუნაშვილი 9 დეკემბერს დააკავეს. ახლახან მისმა ძმამ, ასევე პედიატრმა დავით ჩახუნაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია ძმის მდგომარეობის შესახებ.
"ბევრი კითხულობს კოტეს ამბავს და კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდი მადლობა.
დღეს ბევრი ადვოკატი იყო მის სანახავად შესული, ასევე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელიც. თითოეულს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
კოტე არის მხნედ, ჯანზე, დასვენებული და შემართებით. შიგნიდან ყველას გითვლით მოკითხვას!
ოქმი ამ ეტაპზეც არ გვაქვს, მაგრამ მისი მუხლი დიდი ალბათობით არის ადმინისტრაციული. სასამართლოც დიდი ალბათობით ხვალ დაინიშნება.
როგორც კი თარიღს/დროს გავიგებ ეგრევე დავწერ ჩემს ფბ გვერდზე და ასევე პედიატრი ძმების გვერდზე.
პ.ს.არ ინერვიულოთ არცერთმა, პირიქით უფრო გაბრაზდით და გაასმაგებული ენერგიით იბრძოლეთ. გამარჯვება ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ნუ შეგაშინებთ ვიღაც არალეგიტიმური მარიონეტების ტელეკრანებიდან ბრექა", - წერს დავით ჩახუნაშვილი.