პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ხელის გულზე ვატარებთ ევროკავშირთან, მის ყოველ წევრ ქვეყანასთან ჩვენს პარტნიორობას" - მაკა ბოჭორიშვილი
"ჩვენ ხელის გულზე ვატარებთ ევროკავშირთან, მის ყოველ წევრ ქვეყანასთან ჩვენს პარტნიორობას" - მაკა ბოჭორიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის” ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია “საკ­ვან­ძო პრი­ო­რი­ტე­ტია” და “ხე­ლის გულ­ზე ატა­რე­ბენ” ევ­რო­კავ­შირ­თან პარტნი­ო­რო­ბას. ამის შე­სა­ხებ მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა უნ­გრე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან, პე­ტერ სი­ი­არ­ტოს­თან გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს საკ­ვან­ძო სა­გა­რეო პრი­ო­რი­ტე­ტე­ბია ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია, ამ პრი­ო­რი­ტეტს ზურგს უმაგ­რებს "ჩვე­ნი ის­ტო­რია, ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება“.

ამას­თან, მი­ნის­ტრის თქმით, სა­გან­გა­შოა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის არა­ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მცდე­ლო­ბის მას­შტა­ბი, მა­შინ, როცა 2 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ქარ­თველ­მა მის­ცა ხმა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე.

“სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლან­დე­ლი მთავ­რო­ბამ შექ­მნა მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის შე­უქ­ცე­ვა­დო­ბის­თვის 2014 წელს, რო­დე­საც ხელი მო­ვა­წე­რეთ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას და დღემ­დე ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლე­ბი ვრჩე­ბით იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი შიდა და გარე აქ­ტო­რი ამ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის იყე­ნებს. ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა უჭერს მხარს, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გა­სამ­წვა­ვებ­ლად და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი საფრ­თხის შე­საქ­მნე­ლად.

ჩვენ ხე­ლის გულ­ზე ვა­ტა­რებთ ევ­რო­კავ­შირ­თან, მის ყო­ველ წევრ ქვე­ყა­ნას­თან ჩვენს პარტნი­ო­რო­ბას და ასე­ვე მო­ვე­ლით, რომ ეს პარტნი­ო­რო­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლია ორ­მხრივ პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ყო­ველ­თვის ასე არაა და მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო უნ­გრეთს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის პა­ტი­ვის­ცე­მის­თვის.

სა­გან­გა­შოა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის არა­ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მცდე­ლო­ბის მას­შტა­ბი, იმ ფაქ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, რომ 2 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ქარ­თველ­მა მის­ცა ხმა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე და სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­მო­ხა­ტა”, - გა­ნა­ცხა­და ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ჩვენ ხელის გულზე ვატარებთ ევროკავშირთან, მის ყოველ წევრ ქვეყანასთან ჩვენს პარტნიორობას" - მაკა ბოჭორიშვილი

"ჩვენ ხელის გულზე ვატარებთ ევროკავშირთან, მის ყოველ წევრ ქვეყანასთან ჩვენს პარტნიორობას" - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნებისთვის” ევროპული ინტეგრაცია “საკვანძო პრიორიტეტია” და “ხელის გულზე ატარებენ” ევროკავშირთან პარტნიორობას. ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს საკვანძო საგარეო პრიორიტეტებია ევროპული ინტეგრაცია, ამ პრიორიტეტს ზურგს უმაგრებს "ჩვენი ისტორია, ჩვენი იდენტობა და ქართველი ხალხის ნება“.

ამასთან, მინისტრის თქმით, საგანგაშოა ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის არალეგიტიმაციის მცდელობის მასშტაბი, მაშინ, როცა 2 მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ხმა საპარლამენტო არჩევნებზე.

“საქართველოს ახლანდელი მთავრობამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის 2014 წელს, როდესაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და დღემდე ძალიან ერთგულები ვრჩებით იმ ვალდებულებებისადმი, რომლებიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება.

სამწუხაროდ, ზოგიერთი შიდა და გარე აქტორი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს. ევროპული მომავალი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს, გამოიყენება ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის გასამწვავებლად და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვისა და უსაფრთხოებისთვის დამატებითი საფრთხის შესაქმნელად.

ჩვენ ხელის გულზე ვატარებთ ევროკავშირთან, მის ყოველ წევრ ქვეყანასთან ჩვენს პარტნიორობას და ასევე მოველით, რომ ეს პარტნიორობა დამყარებულია ორმხრივ პატივისცემაზე. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არაა და მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის პატივისცემისთვის.

საგანგაშოა ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის არალეგიტიმაციის მცდელობის მასშტაბი, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ 2 მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ხმა საპარლამენტო არჩევნებზე და საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გამოხატა”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.