მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბას­თან, გუ­ლუ­ას ქუ­ჩა­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­გილ­ზე არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

რო­გორც "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი თენ­გო თევ­ზა­ძე აცხა­დებს, დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სო­ლი­და­რო­ბის­თვის იმარ­თე­ბა.

"გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ შსს-თან გავ­მარ­თოთ აქ­ცია და სო­ლი­და­რო­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის მი­მართ, ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვი­სა და ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვი­ან. ადა­მი­ა­ნე­ბი უკა­ნო­ნოდ არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და აქ­ცი­ა­ზე გა­მოს­ვლა ეკ­რძა­ლე­ბათ. ვნა­ხეთ, რო­გორ და­ა­კა­ვეს აქ­ცი­ა­ზე მი­მა­ვა­ლი ექი­მი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­ჟი­მი არის გახ­რწნი­ლი და ცდი­ლობს რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი დამ­კვიდ­რდეს სა­ქარ­თვე­ლო­ში”, - გა­ნა­ცხა­და თენ­გო თევ­ზა­ძემ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ნა­ხე­ვარ­ზე არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლე­ბი, ვი­ნა­ი­დან შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მათ უწყე­ბის შე­სას­ვლელ­თან გარ­კვე­უ­ლი დის­ტან­ცი­ის დაც­ვას სთხო­ვენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ად­გილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბი, აქ­ცი­ე­ბის დროს ნა­ცე­მი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფო­ტო­ე­ბი აქვთ მი­ტა­ნი­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შემ­დგომ პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ის სხვა მო­ნა­წი­ლე­ებს შე­უ­ერ­თდე­ბი­ან. აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად ად­გილ­ზე შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებს უწყე­ბის შე­სას­ვლელ­თან კორ­დო­ნი აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი, ასე­ვე სა­პატ­რუ­ლო უწყე­ბის გარე პე­რი­მეტრსა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, გულუას ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე არიან პოლიტიკური პარტიის წევრები და მოქალაქეები.

როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი თენგო თევზაძე აცხადებს, დღევანდელი აქცია უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების სოლიდარობისთვის იმართება.

"გადავწყვიტეთ, რომ შსს-თან გავმართოთ აქცია და სოლიდარობა გამოვხატოთ ჩვენი უკანონოდ დაპატიმრებული თანამებრძოლების მიმართ, ადამიანების, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებულები და აქციაზე გამოსვლა ეკრძალებათ. ვნახეთ, როგორ დააკავეს აქციაზე მიმავალი ექიმი. "ქართული ოცნების“ რეჟიმი არის გახრწნილი და ცდილობს რუსული რეჟიმი დამკვიდრდეს საქართველოში”, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

აქციის მონაწილეები საავტომობილო გზის ნახევარზე არიან განლაგებულები, ვინაიდან შსს-ს თანამშრომლები მათ უწყების შესასვლელთან გარკვეული დისტანციის დაცვას სთხოვენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს დროშები, აქციების დროს ნაცემი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების ფოტოები აქვთ მიტანილი.

ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები შემდგომ პარლამენტთან აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან. აქციის პარალელურად ადგილზე შსს-ს თანამშრომლებს უწყების შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული, ასევე საპატრულო უწყების გარე პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.