პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ქვეყანაში ადგილი აქვს ფართომასშტაბიან რეპრესიებს და არცერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში“ - ნინო ლომჯარია
“ქვეყანაში ადგილი აქვს ფართომასშტაბიან რეპრესიებს და არცერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში“ - ნინო ლომჯარია

“ად­გი­ლი აქვს მო­ქა­ლა­ქე­თა სის­ტე­მურ წა­მე­ბას, არა­ა­და­მი­ა­ნურ და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ მო­პყრო­ბას. წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რა ასო­ბით ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც. ჩვენ გვინ­და ვუ­თხრათ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი ფაქ­ტი მო­ქა­ლა­ქე­თა წა­მე­ბის, ცე­მის, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­კა­ვე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტირ­დე­ბა ჩვენს მიერ. თი­თო­ე­უ­ლი ფაქ­ტის შე­ა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­საც ვაწ­ვდით“, - ამის შე­სა­ხებ სა­მო­ქა­ლა­ქო პლატ­ფორ­მის “სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ორ­ბი­ტის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი არ­ცერთ ფაქ­ტზე არ რე­ა­გი­რებს.

“წარ­მოდ­გე­ნი­ლია კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ფაქ­ტე­ბის აღ­წე­რა, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი ვიდო-ფოტო მა­სა­ლე­ბი, იმა­ვე­ნა­ი­რად ვაგ­რო­ვებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სა და მათი საქ­მი­ა­ნო­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვად მე­თო­დით ხელ­შეშ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­და­ე­ცე­მა, ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით, მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რივ რეპ­რე­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის, რაც ხდე­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე­ებს სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ, ყო­ველ­გვა­რი სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის გა­რე­შე ოჯა­ხებ­ში უც­ვივ­დე­ბი­ან, უკა­ნო­ნო ჩხრე­კა და და­კა­ვე­ბე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბა და სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლიც არ ვი­ცით.

ქვე­ყა­ნა­ში ად­გი­ლი აქვს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან რეპ­რე­სი­ებს და არ­ცერ­თი პირი არ მი­ცე­მუ­ლა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. მინ­და ვთქვა, რომ წა­მე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად აკ­რძა­ლუ­ლი და ამის­თვის პა­სუ­ხი რო­გორც მის­მა ჩამ­დენ­მა, ისე მის­მა ზე­დამ­ხედ­ველ­მა პირ­მა უნდა აგოს, რომ­ლებ­საც წა­მე­ბის აღ­კვე­თა ევა­ლე­ბო­დათ. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ წა­მე­ბის და­ნა­შა­უ­ლად, წა­მე­ბის გა­მო­უ­ძი­ებ­ლო­ბაც ით­ვლე­ბა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი არ რე­ა­გი­რებს არ­ცერთ ფაქ­ტზე და არა­ვინ მი­უ­ცი­ათ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მა­შინ, რო­დე­საც ზო­გი­ერ­თი პირი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. სა­სა­მარ­თლოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, როცა სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე ნა­წა­მე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სხე­დან და მო­სა­მარ­თლე­ებს არ აინ­ტე­რე­სებთ სად აწა­მეს ადა­მი­ა­ნე­ბი და მო­სა­მარ­თლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს მათი საქ­მე არ არის და არ უგ­ზავ­ნის საქ­მეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს, ამ უწყე­ბა­ზეც არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

ჩვენ შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის მი­თი­თე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი­სა და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­ხე­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ტებს და დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს ვუგ­ზავ­ნით, რომ ყვე­ლამ იცო­დეს ვინ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კურ რეპ­რე­სი­ებ­ზე, წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

“ქვეყანაში ადგილი აქვს ფართომასშტაბიან რეპრესიებს და არცერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში“ - ნინო ლომჯარია

“ქვეყანაში ადგილი აქვს ფართომასშტაბიან რეპრესიებს და არცერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში“ - ნინო ლომჯარია

“ადგილი აქვს მოქალაქეთა სისტემურ წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა ასობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც. ჩვენ გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ თითოეული ასეთი ფაქტი მოქალაქეთა წამების, ცემის, ძალის გამოყენებით დაკავებისა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ დოკუმენტირდება ჩვენს მიერ. თითოეული ფაქტის შეახებ ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობასაც ვაწვდით“, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

  • მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური არცერთ ფაქტზე არ რეაგირებს.

“წარმოდგენილია კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტების აღწერა, ასევე შესაბამისი ვიდო-ფოტო მასალები, იმავენაირად ვაგროვებთ ინფორმაციას ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მათი საქმიანობის ძალადობრივად მეთოდით ხელშეშლასთან დაკავშირებით და ეს მონაცემები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გადაეცემა, ასევე ინფორმაციას მივაწვდით, მიმდინარე სამართლებრივ რეპრესიებთან დაკავშირებით. ის, რაც ხდება ბოლო პერიოდში, როდესაც მოქალაქეებს სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი სასამართლო განჩინების გარეშე ოჯახებში უცვივდებიან, უკანონო ჩხრეკა და დაკავებები, მოქალაქეების გატაცება და საათების განმავლობაში მათი ადგილსამყოფელიც არ ვიცით.

ქვეყანაში ადგილი აქვს ფართომასშტაბიან რეპრესიებს და არცერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში. მინდა ვთქვა, რომ წამება არის აბსოლუტურად აკრძალული და ამისთვის პასუხი როგორც მისმა ჩამდენმა, ისე მისმა ზედამხედველმა პირმა უნდა აგოს, რომლებსაც წამების აღკვეთა ევალებოდათ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წამების დანაშაულად, წამების გამოუძიებლობაც ითვლება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ რეაგირებს არცერთ ფაქტზე და არავინ მიუციათ პასუხისგებაში მაშინ, როდესაც ზოგიერთი პირი იდენტიფიცირებულია. სასამართლოს პასუხისმგებლობაა, როცა სასამართლო სხდომებზე ნაწამები მოქალაქეები სხედან და მოსამართლეებს არ აინტერესებთ სად აწამეს ადამიანები და მოსამართლეები აცხადებენ, რომ ეს მათი საქმე არ არის და არ უგზავნის საქმეს საგამოძიებო უწყებებს, ამ უწყებაზეც არის პასუხისმგებლობა.

ჩვენ შესაბამისი პირების მითითებით, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლების სახელებს საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტებს და დიპლომატიურ კორპუსს ვუგზავნით, რომ ყველამ იცოდეს ვინ არის საქართველოში მოქალაქეთა პოლიტიკურ რეპრესიებზე, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე პასუხისმგებელი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.