საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გრცხვენოდეთ, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“ - ევროპარლამენტარები პაველ ჰერჩინსკის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებენ: ვინ რას წერს?
“გრცხვენოდეთ, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“ - ევროპარლამენტარები პაველ ჰერჩინსკის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებენ: ვინ რას წერს?

ლი­ე­ტუ­ვის სე­ი­მის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის გამო აკ­რი­ტი­კებს.


“გრცხვე­ნო­დეთ, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი, თქვენ არ წარ­მო­ად­გენთ ევ­რო­კავ­შირს“, – წერს პა­ვი­ლი­ო­ნი­სი სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა X-ზე.


  • შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს გუ­შინ შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

hercinski_bochorishvili
სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი


  • პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას აკ­რი­ტი­კებს კი­დევ ერთი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი

“ერთ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­პა­რულ არ­ჩევ­ნებს გმობთ, მე­ო­რე დღეს კი რე­ჟიმს ხელს არ­თმევთ“, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ლატ­ვი­ე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, რი­ჰარდს კოლ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას.

“ელჩი ჰერ­ჩინ­სკის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა მხო­ლოდ ჟეს­ტი არ არის, ეს კრემ­ლის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მაშ­ვე­ლი რგო­ლია. კი­დევ რამ­დენ­ჯერ მი­ა­ნი­ჭებს ევ­რო­კავ­ში­რი მათ პრო­პა­გან­დას და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას? ეს მი­უ­ღე­ბე­ლია“, - წერს კოლ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

  • ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მარ­კო მი­ხელ­სო­ნი

“სირ­ცხვი­ლია, მეტი სათ­ქმე­ლი არა­ფე­რია“, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მარ­კო მი­ხელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩ პა­ველ ჰერ­ჩინ­სკსა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ, მაკა ბო­ჭო­რაშ­ვილს შო­რის გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას.


“ევ­რო­კავ­ში­რო, გთხოვ, გა­იღ­ვი­ძე!“ - წერს მი­ხელ­სო­ნი.



  • ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი­სა და ჰერ­ჩინ­სკის შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის აღ­შფო­თე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე­მაც შე­ა­ფა­სა.

“მინ­და და­ვამ­შვი­დო ჟი­გი­მან­ტა­სი­დან და­წყე­ბუ­ლი აქა­უ­რი აგენ­ტუ­რა და იქა­უ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის მიმ­ცე­მე­ბი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ლე­გი­ტი­მა­ცია ჰერ­ჩინ­სკის არ მი­უ­ცია, ლე­გი­ტი­მა­ცია მის­ცა ერმა და ბერ­მა, რო­გორც იტყვი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ, ამომ­რჩე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ქვეყ­ნის მარ­თვის ლე­გი­ტი­მა­ცია “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მი­ა­ნი­ჭა. ჰერ­ჩინ­სკის ლე­გი­ტი­მა­ცია აქ არ არის მთა­ვა­რი. [სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს] ჰერ­ჩინ­სკიც შეხ­ვდე­ბა, სხვა ელ­ჩე­ბიც შეხ­ვდე­ბი­ან და გაგ­რძელ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, ამი­ტომ და­ა­ნე­ბონ იმ კაცს თავი“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.


  • შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს გუ­შინ შეხ­ვდა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი “შე­ე­ხო სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ას­პექ­ტებს“. ხაზი გა­ეს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის “ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხის მნიშ­ვნე­ლო­ბას და ევ­რო­კავ­ში­რის მხა­რეს­თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას”.


“კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­თან ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ერ­თგუ­ლია და მზა­დაა იმუ­შა­ოს იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა მო­ემ­ზა­დოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­თვის. ხაზი გა­ეს­ვა ბოლო პე­რი­ოდ­ში ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წარ­მო­შო­ბი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­დაჭ­რის და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.


თა­ვის მხრივ, ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა და­ა­ფიქ­სი­რა შეშ­ფო­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.


ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ გა­მო­ით­ქვა წუ­ხი­ლი, რომ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ით გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი ხელს უწყობს ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი კრი­ზი­სის შექ­მნას 2020 წლის მსგავ­სად.


ხაზი გა­ეს­ვა მხა­რე­ებს შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე დი­ა­ლო­გის სა­ჭი­რო­ე­ბას”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


იხი­ლეთ ასე­ვე:


რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

“გრცხვენოდეთ, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“ - ევროპარლამენტარები პაველ ჰერჩინსკის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებენ: ვინ რას წერს?

“გრცხვენოდეთ, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“ - ევროპარლამენტარები პაველ ჰერჩინსკის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებენ: ვინ რას წერს?

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.


“გრცხვენოდეთ, პაველ ჰერჩინსკი, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“, – წერს პავილიონისი სოციალურ პლატფორმა X-ზე.


  • შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გუშინ შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

hercinski_bochorishvili
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი


  • პაველ ჰერჩინსკის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას აკრიტიკებს კიდევ ერთი ევროპარლამენტარი

“ერთ დღეს საქართველოში მოპარულ არჩევნებს გმობთ, მეორე დღეს კი რეჟიმს ხელს ართმევთ“, - ასე ეხმაურება ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას.

“ელჩი ჰერჩინსკის ხელის ჩამორთმევა მხოლოდ ჟესტი არ არის, ეს კრემლის “ქართული ოცნების“ მაშველი რგოლია. კიდევ რამდენჯერ მიანიჭებს ევროკავშირი მათ პროპაგანდას დამაჯერებლობას? ეს მიუღებელია“, - წერს კოლსი სოციალურ ქსელში.

  • ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი

“სირცხვილია, მეტი სათქმელი არაფერია“, - ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორაშვილს შორის გამართულ შეხვედრას.


“ევროკავშირო, გთხოვ, გაიღვიძე!“ - წერს მიხელსონი.



  • ბოჭორიშვილისა და ჰერჩინსკის შეხვედრასთან დაკავშირებით, კონკრეტული ევროპარლამენტარების აღშფოთება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც შეაფასა.

“მინდა დავამშვიდო ჟიგიმანტასიდან დაწყებული აქაური აგენტურა და იქაური დავალებების მიმცემები, რომ ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაცია ჰერჩინსკის არ მიუცია, ლეგიტიმაცია მისცა ერმა და ბერმა, როგორც იტყვიან. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია “ქართულ ოცნებას“ მიანიჭა. ჰერჩინსკის ლეგიტიმაცია აქ არ არის მთავარი. [საგარეო საქმეთა მინისტრს] ჰერჩინსკიც შეხვდება, სხვა ელჩებიც შეხვდებიან და გაგრძელდება ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში, ამიტომ დაანებონ იმ კაცს თავი“, - განაცხადა მდინარაძემ.


  • შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გუშინ შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი “შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს“. ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლებისთვის “ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობას და ევროკავშირის მხარესთან ამ მიმართულებით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების საჭიროებას”.


“კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგულია და მზადაა იმუშაოს იმისათვის, რომ ქვეყანა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრის და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას.


თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.


ქართული მხარის მიერ გამოითქვა წუხილი, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები გრძელდება და ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას 2020 წლის მსგავსად.


ხაზი გაესვა მხარეებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგის საჭიროებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.


იხილეთ ასევე: