სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაავადება X"- მისტიური ავადმყოფობა, რომელმაც კონგოში ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა: რა ხდება ცნობილი
"დაავადება X"- მისტიური ავადმყოფობა, რომელმაც კონგოში ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა: რა ხდება ცნობილი

და­უდ­გე­ნელ­მა და­ა­ვა­დე­ბამ, რო­მელ­საც აფ­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრე­ბი "და­ა­ვა­დე­ბა X-ს" უწო­დე­ბენ, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პან­ზის რე­გი­ონ­ში, მი­ნი­მუმ 31 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) ცნო­ბით, მათ შო­რის უმე­ტე­სო­ბა ბავ­შვია.

WHO-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ა­ვა­დე­ბის 406 შემ­თხვე­ვა კვან­გოს პრო­ვინ­ცი­ა­ში და­ფიქ­სირ­და, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლაქ კინ­შა­სა­დან და­ახ­ლო­ე­ბით 435 მი­ლის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. გარ­დაც­ვლილ­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტი 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, მათ სე­რი­ო­ზუ­ლად გარ­თუ­ლე­ბუ­ლი კვე­ბი­თი მდგო­მა­რე­ო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

და­ღუ­პულ­თა რე­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის დად­გე­ნა რთუ­ლია. ზო­გი­ერ­თი მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­საძ­ლოა, და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გად 143 ადა­მი­ა­ნიც იყოს და­ღუ­პუ­ლი. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჯგუ­ფი ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა და იკ­ვლევს და­ა­ვა­დე­ბას, რო­მე­ლიც, მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ოქ­ტომ­ბერ­ში გავ­რცელ­და.

congo
კონ­გო

კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ 29 ოქ­ტომ­ბერს WHO-ს აც­ნო­ბა, რომ პან­ზის რე­გი­ონ­ში უც­ნობ­მა და­ა­ვა­დე­ბამ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მო­იწ­ვია. 5 დე­კემ­ბერს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 8%-ს შე­ად­გენ­და. რამ­დე­ნი­მე ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რეთ და­ფიქ­სირ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი ჯან­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი CBS News- თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნია, WHO კი აცხა­დებს, რომ და­მა­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბია სა­ჭი­რო.

  • რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს ახალ და­ა­ვა­დე­ბას?

ექი­მე­ბის თქმით, და­ა­ვა­დე­ბა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის მსგავ­სად ვლინ­დე­ბა. სიმპტო­მე­ბი მო­ი­ცავს: სი­ცხეს, თა­ვის ტკი­ვილს, ხვე­ლას, სურ­დო­სა და სხე­უ­ლის ტკი­ვი­ლებს.

WHO-ს ცნო­ბით, ად­გილ­ზე გაგ­ზავ­ნი­ლია სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის დად­გე­ნას და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას შე­ეც­დე­ბი­ან.

"გუნ­დე­ბი აგ­რო­ვე­ბენ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ნი­მუ­შებს, დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რენ გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის კლი­ნი­კურ სუ­რათს, იკ­ვლე­ვენ გა­და­ცე­მის დი­ნა­მი­კას და აქ­ტი­უ­რად ეძე­ბენ და­მა­ტე­ბით შემ­თხვე­ვებს, რო­გორც ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დო­ნე­ზე. ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლო გა­მომ­წვევ მი­ზე­ზე­ბად პნევ­მო­ნია, გრი­პი, COVID-19-ი, წი­თე­ლა და მა­ლა­რია გა­ნი­ხი­ლე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი შე­საძ­ლოა კვე­ბის დე­ფი­ცი­ტი იყოს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­ლა­რია ამ რე­გი­ონ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და შე­საძ­ლოა, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას ხელს უწყობ­დეს," - ნათ­ქვა­მია WHO-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რე­გი­ონ­ში არ არის ფუნ­ქცი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, ხოლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა შე­ზღუ­დუ­ლია. WHO-ს ცნო­ბით, რე­გი­ო­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის თავ­დას­ხმე­ბის საფრ­თხეს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. მა­თი­ვე თქმით, გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე გავ­რცე­ლე­ბის რის­კი და­ბა­ლია.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"დაავადება X"- მისტიური ავადმყოფობა, რომელმაც კონგოში ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა: რა ხდება ცნობილი

"დაავადება X"- მისტიური ავადმყოფობა, რომელმაც კონგოში ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა: რა ხდება ცნობილი

დაუდგენელმა დაავადებამ, რომელსაც აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები "დაავადება X-ს" უწოდებენ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პანზის რეგიონში, მინიმუმ 31 ადამიანი იმსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, მათ შორის უმეტესობა ბავშვია.

WHO-ს ინფორმაციით, დაავადების 406 შემთხვევა კვანგოს პროვინციაში დაფიქსირდა, რომელიც დედაქალაქ კინშასადან დაახლოებით 435 მილის დაშორებით მდებარეობს. გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი 5 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ, მათ სერიოზულად გართულებული კვებითი მდგომარეობა აღენიშნებოდათ.

დაღუპულთა რეალური რაოდენობის დადგენა რთულია. ზოგიერთი მონაცემებით, შესაძლოა, დაავადების შედეგად 143 ადამიანიც იყოს დაღუპული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯგუფი ადგილზე იმყოფება და იკვლევს დაავადებას, რომელიც, მკვლევართა აზრით, ოქტომბერში გავრცელდა.

congo
კონგო

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ 29 ოქტომბერს WHO-ს აცნობა, რომ პანზის რეგიონში უცნობმა დაავადებამ სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი გამოიწვია. 5 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ს შეადგენდა. რამდენიმე ფატალური შემთხვევა ჯანდაცვის დაწესებულებების გარეთ დაფიქსირდა.

ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები CBS News- თან საუბარში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული მონაცემები სერიოზული შეშფოთების საგანია, WHO კი აცხადებს, რომ დამატებითი გამოკვლევებია საჭირო.

  • რა სიმპტომები ახასიათებს ახალ დაავადებას?

ექიმების თქმით, დაავადება რესპირატორული ინფექციის მსგავსად ვლინდება. სიმპტომები მოიცავს: სიცხეს, თავის ტკივილს, ხველას, სურდოსა და სხეულის ტკივილებს.

WHO-ს ცნობით, ადგილზე გაგზავნილია სწრაფი რეაგირების გუნდები, რომლებიც დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენას და შესაბამისი რეაგირების კოორდინაციას შეეცდებიან.

"გუნდები აგროვებენ ლაბორატორიული ტესტირებისათვის საჭირო ნიმუშებს, დეტალურად აღწერენ გამოვლენილი შემთხვევების კლინიკურ სურათს, იკვლევენ გადაცემის დინამიკას და აქტიურად ეძებენ დამატებით შემთხვევებს, როგორც ჯანდაცვის დაწესებულებებში, ასევე საზოგადოებრივ დონეზე. ვითარების შესაძლო გამომწვევ მიზეზებად პნევმონია, გრიპი, COVID-19-ი, წითელა და მალარია განიხილება. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორი შესაძლოა კვების დეფიციტი იყოს.

როგორც ცნობილია, მალარია ამ რეგიონში გავრცელებული დაავადებაა და შესაძლოა, ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობდეს," - ნათქვამია WHO-ს განცხადებაში.

რეგიონში არ არის ფუნქციური ლაბორატორია, ხოლო კომუნიკაციის ინფრასტრუქტურა შეზღუდულია. WHO-ს ცნობით, რეგიონი შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმების საფრთხეს ექვემდებარება. მათივე თქმით, გლობალურ დონეზე გავრცელების რისკი დაბალია.

წყარო