პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ აქტიური ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი აღელვებს. თუ მე არ ვიტყვი, ვინ იტყვის?.. ყველაზე სახიფათო მოღალატეების გვერდით ყოფნაა" - რას ამბობს ნინო ქათამაძე უკრაინულ მედიასთან?
"მე ვარ აქტიური ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი აღელვებს. თუ მე არ ვიტყვი, ვინ იტყვის?.. ყველაზე სახიფათო მოღალატეების გვერდით ყოფნაა" - რას ამბობს ნინო ქათამაძე უკრაინულ მედიასთან?

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ქარ­თველ მომ­ღე­რალ ნინო ქა­თა­მა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ის სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ეხ­მა­უ­რე­ბა და ასე­ვე სა­უბ­რობს მე­უღ­ლე­ზე და მის სა­ვა­რა­უ­დო გა­დას­ვლა­ზე უკ­რა­ი­ნა­ში.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას არ გეგ­მავს, რად­გან მისი აზ­რით, მის სამ­შობ­ლოს თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა.

ნინო აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბი­სა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ტარ­დე­ბა, - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია. მომ­ღე­რალს მი­აჩ­ნია, რომ სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვა ახლა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ქა­თა­მა­ძე უკ­რა­ი­ნას მხარს უჭერს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, აწყობს საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებს და ხში­რად სტუმ­რობს მას.

მომ­ღე­რალ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად მსგავ­სი ჭო­რე­ბი­სა, ამ ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნა­ში გა­დას­ვლას არ გეგ­მავს. მისი თქმით, მე­უღ­ლე უკ­რა­ი­ნა­ში მის გა­დას­ვლას არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, თუმ­ცა:

"არ ვიცი... ზო­გი­ერ­თი ჩემი ინ­ტერ­ვი­უს არას­წო­რად ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა მოხ­და, თით­ქოს უკ­რა­ი­ნა­ში ვა­პი­რებ გა­დას­ვლას. თუმ­ცა, ეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­კუ­თა­რი ხედ­ვაა. ახლა ჩემი ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა, რომ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყოთ... ამას­თა­ნა­ვე, უკ­რა­ი­ნა მარ­ტო არ უნდა დავ­ტო­ვო - მტკი­ცედ უნდა ვიდ­გეთ ფეხ­ზე და ერ­თად გავ­ხსნათ ევ­რო­პის კარი. ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი არ უნდა გა­ა­ფუ­ჭოს სა­ერ­თო მტერ­მა", - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

"იმის გამო, რომ ჩემს აზრს გა­მოვ­თქვამ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ვარ. მე ვარ აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ბედი აღელ­ვებს. თუ მე არ ვი­ტყვი, ვინ იტყვის? ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი აზრი, ეს სწო­რია", - და­ა­მა­ტა მან.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ნინო ქა­თა­მა­ძე მე­უღ­ლეს­თან, და­ვით ლო­ლა­ძეს­თან, 18 წე­ლია ქორ­წი­ნე­ბა­შია. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ქა­თა­მა­ძის ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ფე­ხით ექიმ­თან ვი­ზი­ტით და­ი­წყო. და­ვით ლო­ლა­ძემ გა­ნათ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მი­ი­ღო. წყვილს 16 წლის ვაჟი ჰყავს.

ნინო ქა­თა­მა­ძე შვილ­თან ერ­თად

ქა­თა­მა­ძის თქმით, ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მაა:

"მთა­ვა­რია არ დას­ვათ ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბი და აუ­ცი­ლებ­ლად გიყ­ვარ­დეთ ის პრო­ფე­სია, რაც თქვენს მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ახა­რებს", - აღ­ნიშ­ნავს მომ­ღე­რა­ლი.

ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ნინო ქა­თა­მა­ძე უკ­რა­ი­ნა­ში 15-ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტე­ბით. მან აღი­ა­რა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ვი­ზი­ტი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბის საფრ­თხის ფონ­ზე, ეში­ნია.

"მაგ­რამ მშვი­დო­ბი­ან დრო­შიც სა­ში­შია, თუ გარ­შე­მო მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არი­ან, თუ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო ადა­მი­ა­ნებს უს­წორ­დე­ბი­ან. ეს ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლია... ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის გვერ­დით ყოფ­ნაა. და­ნარ­ჩე­ნი კი - ბრძო­ლაა სი­ცო­ცხლის­თვის და თა­ვი­სუ­ფა­ლი ხმის­თვის", - აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მე ვარ აქტიური ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი აღელვებს. თუ მე არ ვიტყვი, ვინ იტყვის?.. ყველაზე სახიფათო მოღალატეების გვერდით ყოფნაა" - რას ამბობს ნინო ქათამაძე უკრაინულ მედიასთან?

"მე ვარ აქტიური ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი აღელვებს. თუ მე არ ვიტყვი, ვინ იტყვის?.. ყველაზე სახიფათო მოღალატეების გვერდით ყოფნაა" - რას ამბობს ნინო ქათამაძე უკრაინულ მედიასთან?

უკრაინული მედია ქართველ მომღერალ ნინო ქათამაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ის საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ასევე საუბრობს მეუღლეზე და მის სავარაუდო გადასვლაზე უკრაინაში.

ინტერვიუში ამბობს, რომ ამჟამად უკრაინაში საცხოვრებლად გადასვლას არ გეგმავს, რადგან მისი აზრით, მის სამშობლოს თანადგომა სჭირდება.

ნინო აქტიურად მონაწილეობს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, რომლებიც არჩევნების გაყალბებისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების წინააღმდეგ ტარდება, - წერს უკრაინული მედია. მომღერალს მიაჩნია, რომ საკუთარი აზრის გამოხატვა ახლა ძალზე მნიშვნელოვანია.

ქათამაძე უკრაინას მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, აწყობს საქველმოქმედო კონცერტებს და ხშირად სტუმრობს მას.

მომღერალმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიუხედავად მსგავსი ჭორებისა, ამ ეტაპზე უკრაინაში გადასვლას არ გეგმავს. მისი თქმით, მეუღლე უკრაინაში მის გადასვლას არ ეწინააღმდეგება, თუმცა:

"არ ვიცი... ზოგიერთი ჩემი ინტერვიუს არასწორად ინტერპრეტირება მოხდა, თითქოს უკრაინაში ვაპირებ გადასვლას. თუმცა, ეს ჟურნალისტების საკუთარი ხედვაა. ახლა ჩემი ქვეყანას სჭირდება, რომ ჩვენ საქართველოში ვიყოთ... ამასთანავე, უკრაინა მარტო არ უნდა დავტოვო - მტკიცედ უნდა ვიდგეთ ფეხზე და ერთად გავხსნათ ევროპის კარი. ჩვენი შვილების მომავალი არ უნდა გააფუჭოს საერთო მტერმა", - განაცხადა მომღერალმა.

"იმის გამო, რომ ჩემს აზრს გამოვთქვამ, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციონერი ვარ. მე ვარ აქტიური ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი აღელვებს. თუ მე არ ვიტყვი, ვინ იტყვის? ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, ეს სწორია", - დაამატა მან.

  • პირადი ცხოვრება

ნინო ქათამაძე მეუღლესთან, დავით ლოლაძესთან, 18 წელია ქორწინებაშია. მათი სიყვარულის ისტორია ქათამაძის ტრავმირებული ფეხით ექიმთან ვიზიტით დაიწყო. დავით ლოლაძემ განათლება უკრაინაში მიიღო. წყვილს 16 წლის ვაჟი ჰყავს.

ნინო ქათამაძე შვილთან ერთად

ქათამაძის თქმით, ბედნიერი ქორწინების მთავარი საიდუმლო ურთიერთპატივისცემაა:

"მთავარია არ დასვათ ზედმეტი კითხვები და აუცილებლად გიყვარდეთ ის პროფესია, რაც თქვენს მეორე ნახევარს ახარებს", - აღნიშნავს მომღერალი.

ომის დაწყების შემდეგ ნინო ქათამაძე უკრაინაში 15-ჯერ იმყოფებოდა საქველმოქმედო კონცერტებით. მან აღიარა, რომ თითოეული ვიზიტისას, განსაკუთრებით სარაკეტო დარტყმების საფრთხის ფონზე, ეშინია.

"მაგრამ მშვიდობიან დროშიც საშიშია, თუ გარშემო მოღალატეები არიან, თუ განსხვავებული შეხედულებების გამო ადამიანებს უსწორდებიან. ეს ყველაფერი რთულია... ვფიქრობ, ყველაზე სახიფათო მოღალატეების გვერდით ყოფნაა. დანარჩენი კი - ბრძოლაა სიცოცხლისთვის და თავისუფალი ხმისთვის", - აღნიშნა მომღერალმა.

წაიკითხეთ ასევე: