“ყველა იმ ადამიანს, ვინც ისევე როგორც საქართველოში, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს წყლის ჭავლს - ჩვენ გხედავთ, მსოფლიო გიყურებთ!“ - ანალენა ბერბოკი

“ყველა იმ ადამიანს, ვინც ისევე როგორც საქართველოში, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს წყლის ჭავლს - ჩვენ გხედავთ, მსოფლიო გიყურებთ!“ - ანალენა ბერბოკი

“ჩვენ თქვენ გხედავთ, მსოფლიო გიყურებთ. თქვენი გამბედაობა თავდაჯერებულობაა - ჩვენთვის კი თქვენი გვერდში დგომის ვალდებულებაა“, - ასე ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ამსახველ ვიდეოს აზიარებს.

“ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმას იმაღლებს ღირსებისთვის, ვინც კანონის ძალით ებრძვის უსამართლობას, ვინც თვითნებური გადაწყვეტილებების წინაშე კი არ ჩუმდებიან, არამედ უფრო იმაღლებენ ხმას, ვინც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ წერს. ვინც, ისევე როგორც საქართველოში, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს წყლის ჭავლს, ჩვენ თქვენ გხედავთ, მსოფლიო გიყურებთ. თქვენი გამბედაობა თავდაჯერებულობაა - ჩვენთვის კი თქვენი გვერდში დგომის ვალდებულებაა. არა მხოლოდ დღეს“, - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.