სამართალდამცავებმა პედიატრი, მოძრაობა "ჯიუტის“ წევრი, კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია 9 დეკემბერს გახდა ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩახუნაშვილი პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული.
მეგობრებმა კოტე ჩახუნაშვილის ავტომობილი ნუცუბიძის 69 ნომერში, ცარიელი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მან დაახლოებით საღამოს რვა საათზე მარტომ დატოვა საცხოვრებელი სახლი და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. იქამდე კი პოლიციის თანამშრომლები კოტე ჩახუნაშვილთან მივიდნენ და დაკითხვაზე დაიბარეს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც არ დაუკონკრეტებიათ.
რამდენიმე საათის წინ, მან გამოაქვეყნა კოტე ჩახუნაშვილის წერილი იზოლატორიდან.
“კონსტანტინე ჩახუნაშვილი, ადამიანი, რომელიც ადვოკატს პირველ რიგში ჩვენთან აბარებს რომ მის სტუდენტებსა და პაციენტებზე ვიზრუნოთ…
მანამდე ეკა კვირკველიამ საზოგადოებას პედიატრის დაკავების შემდეგ, მისი მდგომარეობა გააცნო:
1. კოტე არ არის ნაცემი.
2. ადვოკატმა ნახა.
3. 173-ე მუხლით არის დაკავებული - პოლიციისთვის წინააღმდეგობა ან შეურაცხყოფა (რასაც უარყოფს)
4. გუშინდელ საქმეზე მოწმედ სადაც არის დაბარებული ამაზე თარიღს ეტყვიან - სისხლის სამართლის საქმეა - ძალადობრივი დაჯგუფების შექმნა ან მასში მონაწილეობა - ეჭვია რომ უნდათ ამ საქმეზე მისი ბრალდებულად გამოცხადება.
5. ან 48 საათში გამოვა ან მანამდე წაიყვანენ სასამართლოში 173-ე მუხლით, ან გამოვა და მერე წაიყვანენ.6. ადვოკატს მე-3 იზოლატორში იმ საქმის საგამოძიებო ჯგუფი (2 გამომძიებელი) გამოელაპარაკნენ კოტესთან საუბრისას - უარი უთხრა კოტემ ზემოთ ნახსენებ სისხლის სამართალზე დაკითხვაზე და ხელწერილში ხელმეორედ დაწერა რომ მაგისტრ მოსამართლესთან მისცემს ჩვენებას.
7. ხვალ საჭმელს შევუგზავნით ხვალ
8. ვიდეოში კოტეს ადვოკატია - გიორგი ტაბატაძე
9. ან ჯარიმა იქნება 15 დღიანი პატიმრობაო 173-ე მუხლითო.
იხილეთ ასევე: