ავტორი:

"იცით როგორი იყო ჩემი სოსიკო? მზეს რომ 9 სხივი აქვს იმაზე თბილი, კაშკაშა..." -  გარდაიცვალა მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი

"იცით როგორი იყო ჩემი სოსიკო? მზეს რომ 9 სხივი აქვს იმაზე თბილი, კაშკაშა..." -  გარდაიცვალა მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი

გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი. სამწუხრო ინფორმაცია საზოგადოებას ჟურნალისტმა ნათია ბანძელაძემ გაუზიარა.

"იცით როგორი იყო ჩემი სოსიკო? მზეს რომ 9 სხივი აქვს იმაზე თბილი, კაშკაშა, სიცოცხლით სავსე იცით.

როგორი იყო ჩემი სოსიკო? ყველას რომ ჰყოფნიდა მისი სიყვარული. იცით როგორი კაცი დაკარგა ამ ქალაქმა? კეთილზე კეთილი, ტკბილზე ტკბილი, ნიჭიერი, კაშკაშა ვარსკვლავი რომელიც ისე ბრჭყვიალებდა არავის წვავდა.

ჩემმა, ჩვენმა ყველაზე დიდმა "გოგიჩამ" ასე გადაწყვიტა, წავიდა და "გოგიჩას" ჩაეხუტა...

მიყვარხართ ბიჭებო, როგორ არ დამინდეთ, თქვენ ხომ ყველაზე კეთილი ადამიანები იყავით ამ სამყაროში...მიყვარხარ - ცოტაა ეს სიტყვა, მტკივა, ძალიან მტკივა ახლა უკვე ყველაზე დიდი გოგიჩა, იოსებ გოგიჩაიშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტი.

დაკრძალვა, ხუთშბათს 12 დეკემბერს/14:00 საათზე", -წერს ნათია ბანძელაძე.

სოსო გოგიჩაიშვილი მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "ერთი ცის ქვეშ“, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, "შეხვედრა წარსულთან“, "დათა თუთაშხია“, "ხსოვნა“, "თეთრი ბაირაღები“ და სხვები.