პარტნიორები:
    ავტორი:

    ცნობილი ხდება, რომ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები დააკავეს

    ცნობილი ხდება, რომ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    • უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული მ.ჯ; 2004 წელს დაბადებული გ.მ; 2003 წელს დაბადებული დ.გ; 2002 წელს დაბადებული გ.დ. და 2004 წელს დაბადებული ა.კ.

    "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, 1981 წელს დაბადებულმა თ.ც.-მ. რის გამოც, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა - 1978 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ თ.ც.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

    გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ 1978 წელს დაბადებული მ.ჯ. და მისი სტუდენტები მოგვიანებით თ.ც.-ს მეუღლეს - 1975 წელს დაბადებულ ი.დ.-ს და მის მეგობარს - 1977 წელს დაბადებულ ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ" - ნათქვამია ინფორმაციაში.

    • დაკავებულებს შორის არის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი, ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი.

    მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის აქტიურად იყო ჩართული სასწავლებლის გაფიცვის ორგანიზებაში. ამ უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი გაფიცულია და პროევროპულ კურსს უჭერს მხარს.

    "იშვიათად მინახავს ისეთი კეთილშობილი ადამიანი, როგორიც შენ ხარ! ️ვინც არ იცნობთ - მამუკა ჯორბენაძე არის ინტელექტუალი, პატრიოტი, თავისი სტუდენტების და ზოგადად ახალგაზრდების უზომოდ მოყვარული და მათი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანი. არავინ დაიჯეროს, რომ მამუკა ჯორბენაძეს შეუძლია ვინმეს თავს დაესხას!!! არავინ დაიჯეროს, რომ მამუკა ჯორბენაძე ვინმეს უსამართლოდ მოექცეოდა!!! ️ ამ ქვეყანაში პროვოკაციები უნდა დასრულდეს!

    ამ ქვეყანაში გახლეჩისა და დაპირისპირების პოლიტიკას ბოლო უნდა მოეღოს!!! Mamuka Jorbenadze ვიცი, რომ ამით ვერ შეგაშინებენ! ჩემი გამხნევება არ გჭირდება, მაგრამ იცოდე, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება და ძალიან მალე ისევ ისაუბრებ სტუდენტებთან ქვეყნის სიყვარულზე, სამართალზე და ობიექტურობაზე!" - წერენ დეკანის დაკავების შემდეგ ახლობლები.