არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე, ახალგაზრდებზე საუბრობს. მათთვის ვინც ისინი სატანისტები და ეშმაკის მსახურები ჰგონიათ, სასულიერო პირი ამბობს, ეს უკვე თაობათა დაპირისპირებაა და არ შეიძლება შვილების თაობა გავლანძღოთ. ქადაგება სოციალურ ქსელში ვრცელდება...
დააკვირდით, ბევრად უკეთესები არიან ისინი ჩვენზე, ბევრად უკეთესები, მაგრამ უნდათ, რომ თაობათა შორის დაპირისპირებას შეუწყონ ხელი. რომ თურმე ესენი არიან ეშმაკის მსახურები, სატანისტები. ბავშვებს უწოდეს სატანისტები. რასთან გვაქვს ხალხნო საქმე, ვთქვათ და გზას ასცდნენ, კი ბატონო, ვიღაც ასცდა გზას, პირიქით, შენი შვილია, იმას რომ შენ ლანძღავ, ის ხომ შენთან ვეღარ იქნება სიყვარულით..."