სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი..." - პაველ ჰერჩინსკი
"შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი..." - პაველ ჰერჩინსკი

ნება მო­მე­ცით, ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა და გარ­კვე­ვით ვთქვა ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხე­ლით, რომ ვხე­დავთ ხალ­ხს ქუ­ჩებ­ში, გვეს­მის მათი ხმა და შო­კი­რე­ბუ­ლი ვართ ძა­ლა­დო­ბით. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი. ჩვენ ვდგა­ვართ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით, რო­მელ­საც სურს უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი, ვი­საც სურს, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, გა­სულ კვი­რას იმ­ყო­ფე­ბო­და ბრი­უ­სელ­ში და შეხ­ვდა ევ­რო­კავ­ში­რის 27 ელჩს, ასე­ვე ახალ კო­ლე­გებს ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტებ­ში.

"16 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა და გა­ნი­ხი­ლა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხს ასე­ვე გა­ნი­ხი­ლა­ვენ მო­მა­ვა­ლი კვი­რის ბო­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა და მთავ­რო­ბე­ბის მე­თა­უ­რე­ბის დო­ნე­ზე. ის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, ძა­ლა­დო­ბის დონე, სი­სას­ტი­კის დონე აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. ხალ­ხს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბი, ეს ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­ის ნა­წი­ლია, მაგ­რამ ძა­ლა­დო­ბა, სი­სას­ტი­კე აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. მო­დით, ვნა­ხოთ რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ კვი­რა­ში. ვფიქ­რობ, ჩვენ­მა უმე­ტე­სო­ბამ ევ­რო­კავ­ში­რის დე­და­ქა­ლა­ქებ­ში, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტებ­ში მი­ვაღ­წი­ეთ ისეთ ეტაპს, როცა უნდა ვი­მოქ­მე­დოთ. ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში კაია კა­ლას­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იქ­ნე­ბა შე­დე­გე­ბი. ვნა­ხოთ, რა შე­დე­გებ­ზე მოხ­დე­ბა შე­თან­ხმე­ბა მო­მა­ვა­ლი კვი­რის ორ­შა­ბათს“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი..." - პაველ ჰერჩინსკი

"შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი..." - პაველ ჰერჩინსკი

ნება მომეცით, ძალიან ხმამაღლა და გარკვევით ვთქვა ევროკავშირის სახელით, რომ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა და შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც სურს უკეთესი მომავალი, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გასულ კვირას იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის 27 ელჩს, ასევე ახალ კოლეგებს ევროკავშირის ინსტიტუტებში.

"16 დეკემბერს გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და განიხილავენ საქართველოს საკითხს, საქართველოს საკითხს ასევე განიხილავენ მომავალი კვირის ბოლოს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ის, რაც საქართველოში ხდება, ძალადობის დონე, სისასტიკის დონე აბსოლუტურად მიუღებელია. ხალხს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრები, ეს ყველა დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ძალადობა, სისასტიკე აბსოლუტურად მიუღებელია. მოდით, ვნახოთ რა მოხდება მომავალ კვირაში. ვფიქრობ, ჩვენმა უმეტესობამ ევროკავშირის დედაქალაქებში, ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებში მივაღწიეთ ისეთ ეტაპს, როცა უნდა ვიმოქმედოთ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ იქნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე მოხდება შეთანხმება მომავალი კვირის ორშაბათს“, - აღნიშნა ელჩმა.