ავტორი:

"უკრაინა მზადაა, ქვეყნის ტერიტორიაზე, ნატო-ში გაწევრებამდე, უცხოური ჯარების განლაგების საკითხი განიხილოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინა მზადაა, ქვეყნის ტერიტორიაზე, ნატო-ში გაწევრებამდე, უცხოური ჯარების განლაგების საკითხი განიხილოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის განიხილოს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადება უკრაინის ტერიტორიაზე, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებამდე, უცხოური ჯარების განთავსების შესახებ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გერმანიის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ლიდერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის წინ განაცხადა.

მისი თქმით, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, მან ჰკითხა მათ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებამდე.

"გულწრფელად გეტყვით, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ და ვიმუშაოთ ემანუელ მაკრონის წინადადებაზე. შეგახსენებთ, მან შემოგვთავაზა, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ჯარების ნაწილი იმყოფებოდნენ უკრაინის გარკვეულ ტერიტორიებზე, რაც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი იქნება, სანამ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდება. მანამდე ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო გაგება, თუ როდის იქნება უკრაინა ევროკავშირში და როდის - ნატო-ში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.