ავტორი:

"გორგია" განცხადებას ავრცელებს - "ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია...  განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია"

"გორგია" განცხადებას ავრცელებს - "ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია...  განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია"

ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია. ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია - ამის შესახებ "გორგიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც "გორგიას“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ის პროდუქცია კვლავ ხელმისაწვდომი გახდეს, რომლის რეალიზაციაც შეეზღუდათ.

"გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია. მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი.

ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია. ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია“,- ნათქვამია "გორგიას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, "გორგია“ გასულ დღეებში რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა პროტესტის ნიშნად - მათ თქვეს, რომ კომპანიას საწყობში ჰქონდა სათვალეები, ნიღბები და ჩაფხუტები, თუმცა "მომხმარებლებს გადაუმალა“.

ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი რომელაშვილმა, 8 დეკემბერს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანდა საწყობში შენახული ეს პროდუქცია.