დღეიდან, 9 დეკემბრიდან ჟორჟ სიმენონის კიდევ ერთი დეტექტიური რომანი „მეგრე და ქალაქი ვიში“ უკვე ხელმისაწვდომია. „ბიბლუსის“ ქსელში, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში მისი შეძენა ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად, 8 ლარად იქნება შესაძლებელი.
„მეგრე და ქალაქი ვიში“ გახლავთ ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერლის, ჟორჟ ჟოზეფ ქრისტიან სიმენონის კიდევ ერთი დეტექტიური რომანი, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. დეტექტივების სერიის ამ ნაწილში კომისარი მეგრე საგონებელშია — რისთვის უნდა მოეკლათ ასე სასტიკად ქურდი, სხვათა შორის, სიმპათიური, განათლებული ახალგაზრდა, მზრუნველი შვილი, კაცი, რომელსაც დიდი სიყვარულიც შეეძლო, რატომ დაუსახიჩრეს ისე სახე, რომ მისი ცნობა გაჭირდა. დიახ, ის უცნაური, „მუშაობის მეთოდებით“ ყველასგან გამორჩეული ექსტრავაგანტური ქურდი იყო, თუ შეიძლება ამ „პროფესიის“ კაცზე ასე ითქვას, მაგრამ ის მშვიდი, სათნო ახალგაზრდაც იყო და მრავლისმნახველი პოლიციელის თანაგრძნობა ამიტომ დაიმსახურა.
სიმენონი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ მწერლად ითვლება. მას შეეძლო დღეში 80-მდე გვერდზე ემუშავა. სიცოცხლის განმავლობაში მწერალს 450 რომანი და მცირე ზომის ნაწარმოებები აქვს გამოქვეყნებული.
„მეგრე და ქალაქი ვიში“ სერიის მეექვსე წიგნია, რომლის ღირებულებაც ერთი კვირის შემდეგ 8 ლარი იქნება.
R