საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, დახურეს თაღლითური ქოლ-ცენტრები, რომლებიც, თითქოს დავით კეზერაშვილის ინტერესებით მოქმედებდნენ
რუსეთის ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, დახურეს თაღლითური ქოლ-ცენტრები, რომლებიც, თითქოს დავით კეზერაშვილის ინტერესებით მოქმედებდნენ

რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა თაღ­ლი­თუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ქოლ-ცენ­ტრე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლი და­ხუ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, Milton Group-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბით მუ­შა­ობ­და და 50-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ა­ზა­რა­ლა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა აღ­კვე­თა ქოლ-ცენ­ტრე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლის უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი­სა და Milton Group-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბით“, - აცხა­დე­ბენ რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ სამ­სა­ხურ­ში.

უწყე­ბის მტკი­ცე­ბით, ქოლ-ცენ­ტრე­ბი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სა­ინ­ვეს­ტი­ციო ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის სა­ფარ­ქვეშ ახორ­ცი­ე­ლებ­და მა­სი­ურ თაღ­ლი­თო­ბას ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, კა­ნა­დის, ბრა­ზი­ლი­ის, ინ­დო­ე­თის, ია­პო­ნი­ის და სხვა ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ.

"მათი უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის მსხვერ­პლი 50-ზე მეტი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 100 ათა­სი ადა­მი­ა­ნი გახ­და. უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი დღე­ში მი­ლი­ონ დო­ლარს აღ­წევ­და“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და რუ­სეთ­ში მოქ­მე­დი ქოლ-ცენ­ტრე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი: ის­რა­ე­ლი­სა და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე კე­სელ­მან ი.დ., რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლია და ის­რა­ე­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე თოდ­ვა დ. , რო­მე­ლიც ძებ­ნა­შია.

რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს რუ­სუ­ლი ქოლ-ცენ­ტრის ოფი­სე­ბის 11 ხელ­მძღვა­ნე­ლი და თა­ნამ­შრო­მე­ლი. ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსეთის ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, დახურეს თაღლითური ქოლ-ცენტრები, რომლებიც, თითქოს დავით კეზერაშვილის ინტერესებით მოქმედებდნენ

რუსეთის ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, დახურეს თაღლითური ქოლ-ცენტრები, რომლებიც, თითქოს დავით კეზერაშვილის ინტერესებით მოქმედებდნენ

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა თაღლითური სატელეფონო ქოლ-ცენტრების საერთაშორისო ქსელი დახურა, რომელიც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, Milton Group-ის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ინტერესებით მუშაობდა და 50-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი დააზარალა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ქოლ-ცენტრების საერთაშორისო ქსელის უკანონო საქმიანობა, რომელიც მოქმედებდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და Milton Group-ის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ინტერესებით“, - აცხადებენ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში.

უწყების მტკიცებით, ქოლ-ცენტრები იყო საერთაშორისო ორგანიზებული კრიმინალური საზოგადოების ნაწილი, რომელიც საინვესტიციო ტრანზაქციების საფარქვეშ ახორციელებდა მასიურ თაღლითობას ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ბრაზილიის, ინდოეთის, იაპონიის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართ.

"მათი უკანონო საქმიანობის მსხვერპლი 50-ზე მეტი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გახდა. უკანონო ქმედებებიდან მიღებული შემოსავალი დღეში მილიონ დოლარს აღწევდა“, - აღნიშნულია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რუსეთში მოქმედი ქოლ-ცენტრების ხელმძღვანელები: ისრაელისა და უკრაინის მოქალაქე კესელმან ი.დ., რომელიც დაკავებულია და ისრაელისა და საქართველოს მოქალაქე თოდვა დ. , რომელიც ძებნაშია.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, გამომძიებლების მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სამართალდამცავებმა დააკავეს რუსული ქოლ-ცენტრის ოფისების 11 ხელმძღვანელი და თანამშრომელი. ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

იხილეთ ასევე: