ავტორი:

აქციაზე დაკავებულმა პოეტმა ზვიად რატიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

აქციაზე დაკავებულმა პოეტმა ზვიად რატიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ზვიად რატიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა, რატიანი 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს.

რატიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ზვიად რატიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.