ავტორი:

"ძალადობას რომ ვგმობ და ვემიჯნები, ისევე, როგორც ყველა ჯანსაღი ადამიანი, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ" - რას წერს ლევან ვასაძის ქალიშვილი?

"ძალადობას რომ ვგმობ და ვემიჯნები, ისევე, როგორც ყველა ჯანსაღი ადამიანი, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ" - რას წერს ლევან ვასაძის ქალიშვილი?

ლევან ვასაძის ქალიშვილი თათა ვასაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გარდა იმისა, რომ ძალადობას გმობს, პოლიტიკოსის ქალიშვილი ასევე იმ ადამიანების პოზიციას ეხმაურება, რომლებიც განსხვავებული შეხედულებების გამო, ერთმანეთს კარგავენ.

"ძალადობას რომ ვგმობ და ვემიჯნები, ისევე, როგორც ყველა ჯანსაღი ადამიანი, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ.

სოციალურ ქსელს, განსხვავებით ბევრი ადამიანისგან, შეგნებულად არ გამოვიყენებ ჩემი ზოგადი, პოლიტიკური აზრების თქვენთვის გასაზიარებლად, გარდა იმისა, რომ ამისი სრული უფლება მაქვს, არც ვიცი რამდენი სიტყვა ეყოფა ჩემი თვალსაწიერიდან დანახულ ქართულ და მითუმეტეს მსოფლიო პოლიტიკას.

მეგობრებს და ახლობლებს ვინც ხართ ჩასაფრებულნი და მზად ხართ ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობის ან პასიურობის გამო გათელოთ, გაიაზრეთ როგორ მარტივად შეიძლება ერთმანეთის დაკარგვა ამ განუკითხაობაში.

ჩემი აზრით, სიყვარულის გარეშე, ყველა იმ მოძალადეებს დავემსგავსებით, გულებს რომ გვიხეთქავენ, ჯვარი გვწერია.

მტერს გარედანაც და შიგნიდანაც უხარია ჩვენი დანახვა დღეს.

მშვიდობას და სიყვარულს ვუსურვებ ჩემს სამშობლოს და ყველას, ვისაც ის სტკივა".