ავტორი:

ამერიკაში დაბადებული ყველა პირი ამ ქვეყნის მოქალაქე, სავარაუდოდ, ვეღარ გახდება - რას გეგმავს ტრამპი?

ამერიკაში დაბადებული ყველა პირი ამ ქვეყნის მოქალაქე, სავარაუდოდ, ვეღარ გახდება - რას გეგმავს ტრამპი?

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეეცდება, აღმასრულებელი ქმედებებით გააუქმოს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლება.

  • NBC-თან ინტერვიუში შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა შეასრულოს დაპირება, რომ გაპრეზიდენტების პირველივე დღეს დაასრულებს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას, ტრამპმა უპასუხა : „დიახ, აბსოლუტურად“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა აღმასრულებელი ქმედებით გადალახოს კონსტიტუციის მე-14 შესწორება, სადაც აღნიშნულია, რომ „შეერთებულ შტატებში დაბადებული ყველა ადამიანი მოქალაქეა“, დონალდ ტრამპმა უპასუხა:

"მოგვიწევს მისი შეცვლა. ალბათ, მოგვიწევს ხალხთან დაბრუნება, მაგრამ უნდა დავასრულოთ ეს. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ეს გვაქვს. იცით თუ არა, რომ თუკი ვინმე ფეხს დაადგამს ჩვენს მიწაზე, მხოლოდ ერთ ფეხს, ორის დადგმაც არაა საჭირო, „გილოცავთ, თქვენ ახლა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ხართ“. დიახ, ჩვენ ამას დავასრულებთ, რადგან ეს უაზრობაა“, - აღნიშნა ტრამპმა.

წაიკითხეთ ასევე: