ავტორი:

"ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში არიან, რუსეთი არ ღალატობს მეგობრებს რთულ სიტუაციებში" - რა დეტალები ხდება ცნობილი

"ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში არიან, რუსეთი არ ღალატობს მეგობრებს რთულ სიტუაციებში" - რა დეტალები ხდება ცნობილი

რუსეთმა ბაშარ ალ-ასადი რთულ ვითარებაში არ მიატოვა,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მიხაილ ულიანოვმა განაცხადა.

  • "ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში არიან, რუსეთი არ ღალატობს მეგობრებს რთულ სიტუაციებში", - აღნიშნა ულიანოვმა და დასძინა, რომ ამაშია განსხვავება რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის.

შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსული მედიის ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, თავშესაფარი მიიღეს.

წყაროს ცნობით, რუსეთმა მათ თავშესაფარი ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე მისცა.

"სირიის პრეზიდენტი ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ. რუსეთმა, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მათ თავშესაფარი მისცა“, - განაცხადა წყარომ.

  • მანამდე საერთაშორისო მედია ვარაუდობდა, რომ ასადის თვითმფრინავი სავარაუდოდ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემართა. თუმცა, გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა ჟურნალისტებთან ინფორმაცია უარყო.

იმავდროულად, Reuters-ი სირიის არმიის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებდა, რომ ასადი დამასკოს აეროპორტში სირიის ავიახაზების თვითმფრინავში კვირას დილით ჩაჯდა. მან აღნიშნა, რომ თვითმფრინავი აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 03:59 საათზე გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.

Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი თავდაპირველად გაფრინდა დედაქალაქიდან აღმოსავლეთით, შემდეგ კი ჩრდილო-დასავლეთისკენ იცვალა კურსი და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსკენ გაემართა, ასადის ალავიტების სექტისა და რუსული საზღვაო და საჰაერო ბაზების სამყოფელის მიმართულებით.

წაიკითხეთ ასევე: