პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა გვაბრუნებს ბნელ წარსულში - თუ ამას წერტილი არ დაესვა, წინ მძიმე დრო ელის ქვეყანას“ - მეუფე გრიგოლი
“თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა გვაბრუნებს ბნელ წარსულში - თუ ამას წერტილი არ დაესვა, წინ მძიმე დრო ელის ქვეყანას“ - მეუფე გრიგოლი

ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე გრი­გო­ლი (ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი) ბოლო დროს, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ემ­ხა­უ­რე­ბა.


  • 08 დე­კემ­ბერს, თა­ვის საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბა­ში მე­უ­ფე გრი­გოლ­მა იმ მძი­მე შე­დე­გებ­ზე ისა­უბ­რა, რაც ძა­ლა­დო­ბას მო­აქვს.

“დღეს, როცა ჩვენ ვხე­დავთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სას­ტი­კად ნაგ­ვემ მდგო­მა­რე­ო­ბას, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, დღეს გა­ლა­ხუ­ლია მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვინ სად დგას.

თა­ვი­სუ­ფალ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ამ მას­შტა­ბის ძა­ლა­დო­ბა და მისი ახალ-ახა­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, გვაბ­რუ­ნებს ბნელ წარ­სულ­ში, რაც იმის ნი­შა­ნია, რომ თუ ამას წერ­ტი­ლი არ და­ეს­ვა, წინ მძი­მე დრო ელის, რო­გორც ქვე­ყა­ნას, ისე მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ჩვენ წი­ნა­შეა არა­თუ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სუ­ლის, არა­მედ უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მა და ეს პრობ­ლე­მა ზი­ანს აყე­ნებს ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს. ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი გა­მოვ­ლე­ნი­ლი მარ­თუ­ლი სი­სას­ტი­კე გზას უმ­ზა­დებს უმარ­თავ სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბას, რაც უმ­ძი­მეს გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­შობს სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შეა, ხალ­ხის წი­ნა­შე და დე­და­ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე.


დიდი ხანი არაა გა­სუ­ლი, მცი­რე ხნის წინ მო­ვის­მი­ნეთ ჩვენ ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხად­დეს და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბა რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, განა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უნდა იცავ­დეს ადა­მი­ა­ნის ღვთით­ბო­ძე­ბულ უფ­ლე­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვის შე­სა­ხებ, რომ უნდა გა­მო­რი­ცხავ­დეს ძა­ლა­დო­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქის მი­მართ და ამ თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის ჩახ­შო­ბის მდე­ლო­ბის მი­მართ და ამის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არის ის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბი, რაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის საღვთის­მე­ტყვე­ლო სა­მარ­თლებ­რივ ტექ­სტებ­ში.


საღი აზრი გვიხ­მობს, რომ არ ავ­ცდეთ იმ პრინ­ცი­პებს, რაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას ედე­ბა სა­ფუძ­ვლად,“ - აღ­ნიშ­ნავს ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გოლ ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი.



დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

“თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა გვაბრუნებს ბნელ წარსულში - თუ ამას წერტილი არ დაესვა, წინ მძიმე დრო ელის ქვეყანას“ - მეუფე გრიგოლი

“თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა გვაბრუნებს ბნელ წარსულში - თუ ამას წერტილი არ დაესვა, წინ მძიმე დრო ელის ქვეყანას“ - მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) ბოლო დროს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ემხაურება.


  • 08 დეკემბერს, თავის საკვირაო ქადაგებაში მეუფე გრიგოლმა იმ მძიმე შედეგებზე ისაუბრა, რაც ძალადობას მოაქვს.

“დღეს, როცა ჩვენ ვხედავთ მოქალაქეების სასტიკად ნაგვემ მდგომარეობას, უნდა ვაღიაროთ, რომ ფაქტობრივად, დღეს გალახულია მთელი საქართველო, მიუხედავად იმისა, ვინ სად დგას.

თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა და მისი ახალ-ახალი გამოვლინება, გვაბრუნებს ბნელ წარსულში, რაც იმის ნიშანია, რომ თუ ამას წერტილი არ დაესვა, წინ მძიმე დრო ელის, როგორც ქვეყანას, ისე მთელ საზოგადოებას.

ჩვენ წინაშეა არათუ ქრისტიანული სულის, არამედ უბრალოდ ადამიანურობის შენარჩუნების არსებითი პრობლემა და ეს პრობლემა ზიანს აყენებს ყველას და ყველაფერს. ადამიანებისადმი გამოვლენილი მართული სისასტიკე გზას უმზადებს უმართავ სახალხო მღელვარებას, რაც უმძიმეს გამოწვევას წარმოშობს სახელმწიფოს წინაშეა, ხალხის წინაშე და დედაეკლესიის წინაშე.


დიდი ხანი არაა გასული, მცირე ხნის წინ მოვისმინეთ ჩვენ ასეთი ინიციატივის შესახებ, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება რომ წარმოვიდგინოთ, განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანული სახელმწიფო უნდა იცავდეს ადამიანის ღვთითბოძებულ უფლებას თავისუფალი ნების გამოხატვის შესახებ, რომ უნდა გამორიცხავდეს ძალადობას თავისუფალი მოქალაქის მიმართ და ამ თავისუფალი ნების ჩახშობის მდელობის მიმართ და ამის უზრუნველყოფა არის ის მთავარი პრინციპები, რაც წარმოდგენილია ქართული ქრისტიანული აზროვნების საღვთისმეტყველო სამართლებრივ ტექსტებში.


საღი აზრი გვიხმობს, რომ არ ავცდეთ იმ პრინციპებს, რაც ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობასა და განვითარებას ედება საფუძვლად,“ - აღნიშნავს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.