ავტორი:

მოქალაქეებმა, პარლამენტის წინ ნაძვის ხეზე, დემონსტრაციებისას დაშავებული ადამიანების ფოტოები დაკიდეს - ფოტოები რუსთაველის გამზირიდან, სადაც პროტესტი გრძელდება

მოქალაქეებმა, პარლამენტის წინ ნაძვის ხეზე, დემონსტრაციებისას დაშავებული ადამიანების ფოტოები დაკიდეს - ფოტოები რუსთაველის გამზირიდან, სადაც პროტესტი გრძელდება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან ახლაც შეკრებილი არიან მოქალაქეები. გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობაც.

დემონსტრანტებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე აქციების დროს დაშავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები ჩამოკიდეს. ასევე ნაძვის ხეზე კიდია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

მოქალაქეები დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას, ასევე, იმ პირების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც საპროტესტო დემონსტრაციების დროს დააკავეს.

ადგილზე შეკრებილი არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები.

ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს.

ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი/IPN