ავტორი:

"დღეს იგეგმება ალექსის გამოღვიძება" - როგორია აქციაზე მძიმედ დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"დღეს იგეგმება ალექსის გამოღვიძება" - როგორია აქციაზე მძიმედ დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა განუცხადა, დღეს იგეგმება მისი მედიკამენტოზური ძილიდან გამოღვიძება.

  • "ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დღეს იგეგმება ალექსის გამოღვიძება, უნდა ნახონ, რა მდგომარეობაში არის. გუშინ, დილიდან საძილე პრეპარატების შემცირება დაუწყეს და დღეს უნდა შეაღვიძონ, რომ მდგომარეობა ნახონ. კლინიკიდან გაწერაზე ჯერ საუბარი ზედმეტია, რადგან ძალიან მძიმე ტრავმა აქვს“,- განაცხადა იოსებ ჩანადირმა.

ცნობისთვის, 22 წლის ბიჭთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა. როგორც ის წერდა, სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეს, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოარტყეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დაშავებული მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადიოდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.