სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო 24 საათში ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა საერთაშორისო პოლიტიკაში" - სირია, რუმინეთი და... - რუსული გავლენები მცირდება? - ექსპერტის შეფასება
"ბოლო 24 საათში ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა საერთაშორისო პოლიტიკაში" - სირია, რუმინეთი და... - რუსული გავლენები მცირდება? - ექსპერტის შეფასება

GIPA-ს პრო­ფე­სო­რი, ანა­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ბოლო 24 სა­ათ­ში მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს აფა­სებს და სი­რი­ა­სა და რუ­მი­ნეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს

"ამა­სო­ბა­ში ბოლო 24 სა­ათ­ში ორი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ მოხ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ში:

1. სი­რი­ა­ში და­ემ­ხო ბა­შარ ალ ასა­დის რე­ჟი­მი. ქვე­ყა­ნა­ში 14-წლი­ა­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო ომი ბა­შა­რის მარ­ცხით სრულ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­საც კრემ­ლი თა­ვის ყვე­ლა­ზე ერ­თგულ და მორ­ჩილ მხარ­დამ­ჭერ ტი­რა­ნად გა­ნი­ხი­ლავ­და. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ თურ­ქე­თის ზურგგა­მაგ­რე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­ტე­ვის და­წყე­ბი­დან ზუს­ტად 10 დღე­ში ასა­დი და­მას­კო­დან გა­იქ­ცა და ქა­ლაქ­ში აჯან­ყე­ბუ­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ, ისე­ვე რო­გორც ქვეყ­ნის ყვე­ლა სხვა დიდ ქა­ლაქ­ში ლა­ტა­კი­ის პრო­ვინ­ცი­ის გარ­და. 27 ნო­ემ­ბერს თუკი ასა­დის რე­ჟი­მი ყვე­ლა­ზე მძლავ­რი იყო და სი­რი­ის ყვე­ლა დიდ ქა­ლაქს აკონ­ტრო­ლებ­და, 8 დე­კემ­ბერს ის აღარ არ­სე­ბობს.

  • ასა­დი ის რე­ჟი­მი იყო, რო­მელ­მაც აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას" და­უ­ჭი­რა მხა­რი და ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ აძ­ლევ­და ხმას გა­ე­რო­სა თუ სხვა სტრუქ­ტუ­რებ­ში.

და­მას­კო ის ქა­ლა­ქი იყო, სა­ი­და­ნაც მთელ რიგ სამ­ხედ­რო თუ პო­ლი­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებს გეგ­მავ­და კრემ­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და აფ­რი­კა­ში. პუ­ტი­ნი კი იმუქ­რე­ბო­და რომ თუკი ვინ­მე ასადს და­ე­მუქ­რე­ბა ისეთ დარ­ტყმას მი­ვა­ყე­ნებთ, რო­გორც აქამ­დე არ ყო­ფი­ლაო. თუმ­ცა სი­რია რუ­სეთს ხე­ლი­დან გა­მო­ე­ცა­ლა. ლა­ტა­კი­ა­სა და ტარ­სუს­ში რუ­სე­თის სა­ზღვაო და სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი იდ­გნენ. ხმელ­თა­შუა ზღვა­ზე რუ­სე­თის ერ­თა­დერ­თი ბა­ზე­ბის არ­სე­ბო­ბა ლა­ტა­კი­ის პრო­ვინ­ცი­ის აღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლი­ად დას­რულ­დე­ბა.

ასა­დის რე­ჟი­მი ნარ­კო­მო­ვაჭ­რეც იყო და მთელს ახლო აღ­მო­სავ­ლეთს სწო­რედ ლა­ტა­კი­ა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კით ამა­რა­გებ­და. პრო­ცეს­ში რუ­სე­თიც იყო ჩარ­თუ­ლი. შე­მო­სა­ვალს კი რე­ჟი­მი რუ­სუ­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა­ში ხარ­ჯავ­და. ამი­ტომ არა­ვის უნ­დო­და ასად­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

ასა­დი ჰეზ­ბო­ლა­სა და ჰა­მა­სის მხარ­დამ­ჭე­რი და ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ტე­რო­რიზ­მის ხელ­შემ­წყო­ბიც იყო. მე­ტიც, სა­მო­ქა­ლა­ქო ომის წინ სა­პა­ტიმ­რო­ე­ბი­დან რა­დი­კა­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი გა­მო­უშ­ვა, რათა და­სავ­ლე­თის­თვის ენა­ხე­ბი­ნა მე ვარ ცუდ­სა და უა­რესს შო­რის ცუ­დიო. ასა­დი ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი ძალა იყო.

მაგ­რამ ერთი რა­მაა სა­ინ­ტე­რე­სო: ყვე­ლა კონ­ფლიქ­ტი ერ­თმა­ნეთ­თა­ნაა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი - ლი­ბან­ში ში­ი­ტუ­რი ჰეზ­ბო­ლას კრი­ტი­კუ­ლად და­სუს­ტე­ბის ფონ­ზე ასადს ერთ-ერთი მთა­ვა­რი მცვე­ლი გა­მო­ე­ცა­ლა, ხოლო რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში და კურსკში გახ­ლარ­თვის ფონ­ზე, ასადს პრაქ­ტი­კუ­ლად აღარც აღა­რა­ვინ დარ­ჩა ირა­ნის გარ­და, რო­მე­ლიც თუ რო­გო­რი მყი­ფე ძა­ლაც გა­მოდ­გა კი ვი­ხი­ლეთ წინა თვე­ებ­ში, რო­დე­საც ის­რა­ელ­მა მისი რე­პუ­ტა­ცია მეტ­წი­ლად შე­ბღა­ლა.

ასა­დის და­ცე­მა რე­გი­ონ­ში ირა­ნის ე.წ.ში­ი­ტუ­რი რკა­ლის და­ცე­მას მო­ას­წა­ვებს. თუკი ირანს პირ­და­პი­რი სახ­მე­ლე­თო ხაზი ჰქონ­და ლი­ბა­ნამ­დე ახლა ეს ხაზი აღარ არ­სე­ბობს. სა­მა­გი­ე­როდ ყვე­ლა­ზე მძლავ­რად თურ­ქე­თი გა­მო­ვი­და ამ პრო­ცე­სე­ბი­დან და კარ­გად გა­მოჩ­ნდა თუ რა მყი­ფე იყო რუ­სულ-თურ­ქუ­ლი კავ­ში­რე­ბი, ასე რომ ეტ­რფოდ­ნენ კრემ­ლის მომ­ხრე­ე­ბი ყველ­გან.

2. რუ­მი­ნეთ­ში სა­სა­მარ­თლომ საპ­რე­ზი­დენ­ტოდ არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის ის შე­დე­გე­ბი გა­ა­უქ­მა, რო­მელ­შიც რუ­სუ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დეგ პრო-რუს­მა გე­ორ­გე­ა­კუმ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა 22%-ით. მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის იო­ჰა­ნე­სი­სა და დაზ­ვერ­ვის მხარ­და­ჭე­რით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა რუ­სე­თის ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და გე­ორ­გეს­კუს მხარ­დამ­ჭერ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ. პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი პრო­და­სავ­ლურ­მა ელე­ნა ლას­კო­ნიმ კი მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტე­ბის - სან­დუ­სა და ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის - პორ­ტრე­ტე­ბი გა­მო­დო და თავი მათ მსგავს ლი­დე­რად წარ­მო­ა­ჩი­ნა. ეს მხარ­და­ჭე­რა­ცაა სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სვლაც.

ბოლო ხა­ნებ­ში რუ­სეთ­მა და­კარ­გა სი­რია და მოლ­დო­ვა, კონ­ტრო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ე­ცა­ლა რუ­მი­ნე­თი­დან, და­სუს­ტდა მისი პო­ზი­ცი­ე­ბი სომ­ხეთ­ში, მისი მო­კავ­ში­რე ჰეზ­ბო­ლა და ჰა­მა­სი ის­რა­ელ­თან ომში იფი­ტე­ბი­ან, ხოლო თა­ვად უკ­რა­ი­ნას­თან ომში და კურსკშია გა­ჭე­დი­ლი. ფაქ­ტია, რომ ასე­თი რუ­სე­თი და­სუს­ტე­ბუ­ლია, თუმ­ცა კვლავ სა­ში­შია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბოლო 24 საათში ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა საერთაშორისო პოლიტიკაში" - სირია, რუმინეთი და... - რუსული გავლენები მცირდება? - ექსპერტის შეფასება

"ბოლო 24 საათში ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა საერთაშორისო პოლიტიკაში" - სირია, რუმინეთი და... - რუსული გავლენები მცირდება? - ექსპერტის შეფასება

GIPA-ს პროფესორი, ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე ბოლო 24 საათში მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და სირიასა და რუმინეთში განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს

"ამასობაში ბოლო 24 საათში ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა საერთაშორისო პოლიტიკაში:

1. სირიაში დაემხო ბაშარ ალ ასადის რეჟიმი. ქვეყანაში 14-წლიანი სამოქალაქო ომი ბაშარის მარცხით სრულდება, ადამიანის, რომელსაც კრემლი თავის ყველაზე ერთგულ და მორჩილ მხარდამჭერ ტირანად განიხილავდა. საოცარია, მაგრამ თურქეთის ზურგგამაგრებული ძალების შეტევის დაწყებიდან ზუსტად 10 დღეში ასადი დამასკოდან გაიქცა და ქალაქში აჯანყებულები შევიდნენ, ისევე როგორც ქვეყნის ყველა სხვა დიდ ქალაქში ლატაკიის პროვინციის გარდა. 27 ნოემბერს თუკი ასადის რეჟიმი ყველაზე მძლავრი იყო და სირიის ყველა დიდ ქალაქს აკონტროლებდა, 8 დეკემბერს ის აღარ არსებობს.

  • ასადი ის რეჟიმი იყო, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობას" დაუჭირა მხარი და ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ აძლევდა ხმას გაეროსა თუ სხვა სტრუქტურებში.

დამასკო ის ქალაქი იყო, საიდანაც მთელ რიგ სამხედრო თუ პოლიტიკურ ოპერაციებს გეგმავდა კრემლი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. პუტინი კი იმუქრებოდა რომ თუკი ვინმე ასადს დაემუქრება ისეთ დარტყმას მივაყენებთ, როგორც აქამდე არ ყოფილაო. თუმცა სირია რუსეთს ხელიდან გამოეცალა. ლატაკიასა და ტარსუსში რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალები იდგნენ. ხმელთაშუა ზღვაზე რუსეთის ერთადერთი ბაზების არსებობა ლატაკიის პროვინციის აღების შემთხვევაში სრულიად დასრულდება.

ასადის რეჟიმი ნარკომოვაჭრეც იყო და მთელს ახლო აღმოსავლეთს სწორედ ლატაკიაში წარმოებული ნარკოტიკით ამარაგებდა. პროცესში რუსეთიც იყო ჩართული. შემოსავალს კი რეჟიმი რუსული იარაღის შეძენაში ხარჯავდა. ამიტომ არავის უნდოდა ასადთან ურთიერთობა.

ასადი ჰეზბოლასა და ჰამასის მხარდამჭერი და ისრაელის წინააღმდეგ ტერორიზმის ხელშემწყობიც იყო. მეტიც, სამოქალაქო ომის წინ საპატიმროებიდან რადიკალი ტერორისტები გამოუშვა, რათა დასავლეთისთვის ენახებინა მე ვარ ცუდსა და უარესს შორის ცუდიო. ასადი ყველაფერზე წამსვლელი ძალა იყო.

მაგრამ ერთი რამაა საინტერესო: ყველა კონფლიქტი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული - ლიბანში შიიტური ჰეზბოლას კრიტიკულად დასუსტების ფონზე ასადს ერთ-ერთი მთავარი მცველი გამოეცალა, ხოლო რუსეთის უკრაინაში და კურსკში გახლართვის ფონზე, ასადს პრაქტიკულად აღარც აღარავინ დარჩა ირანის გარდა, რომელიც თუ როგორი მყიფე ძალაც გამოდგა კი ვიხილეთ წინა თვეებში, როდესაც ისრაელმა მისი რეპუტაცია მეტწილად შებღალა.

ასადის დაცემა რეგიონში ირანის ე.წ.შიიტური რკალის დაცემას მოასწავებს. თუკი ირანს პირდაპირი სახმელეთო ხაზი ჰქონდა ლიბანამდე ახლა ეს ხაზი აღარ არსებობს. სამაგიეროდ ყველაზე მძლავრად თურქეთი გამოვიდა ამ პროცესებიდან და კარგად გამოჩნდა თუ რა მყიფე იყო რუსულ-თურქული კავშირები, ასე რომ ეტრფოდნენ კრემლის მომხრეები ყველგან.

2. რუმინეთში სასამართლომ საპრეზიდენტოდ არჩევნების პირველი ტურის ის შედეგები გააუქმა, რომელშიც რუსული ჩარევის შემდეგ პრო-რუსმა გეორგეაკუმ პირველი ადგილი დაიკავა 22%-ით. მოქმედი პრეზიდენტის იოჰანესისა და დაზვერვის მხარდაჭერით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და გეორგესკუს მხარდამჭერ ორგანიზატორებს საფრთხე ემუქრებათ. პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში მეორე ადგილზე გასული პროდასავლურმა ელენა ლასკონიმ კი მოლდოვასა და საქართველოს პრეზიდენტების - სანდუსა და ზურაბიშვილის - პორტრეტები გამოდო და თავი მათ მსგავს ლიდერად წარმოაჩინა. ეს მხარდაჭერაცაა საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით და საკმაოდ საინტერესო სვლაც.

ბოლო ხანებში რუსეთმა დაკარგა სირია და მოლდოვა, კონტროლის საშუალება გამოეცალა რუმინეთიდან, დასუსტდა მისი პოზიციები სომხეთში, მისი მოკავშირე ჰეზბოლა და ჰამასი ისრაელთან ომში იფიტებიან, ხოლო თავად უკრაინასთან ომში და კურსკშია გაჭედილი. ფაქტია, რომ ასეთი რუსეთი დასუსტებულია, თუმცა კვლავ საშიშია.