მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არანაირი “მაგრამ” აქ არ არსებობს" - როგორ ეხმიანებიან "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას "იმედიდან" ქეთევან ქარდავა და ნინო თოლორდავა და რას პასუხობს მათ საზოგადოების ნაწილი
"არანაირი “მაგრამ” აქ არ არსებობს" - როგორ ეხმიანებიან "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას "იმედიდან" ქეთევან ქარდავა და ნინო თოლორდავა და რას პასუხობს მათ საზოგადოების ნაწილი

გუ­შინ, ღა­მით, "ტვ პირ­ვე­ლის“ გა­დამ­ღებ ჯგუფს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირ­და­პირ ეთერ­ში თავს და­ესხნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­დამ­ღებ ჯგუფს ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი მი­უ­ახ­ლოვ­და და ოპე­რა­ტო­რის­თვის კა­მე­რის წარ­თმე­ვა სცა­და, შემ­დეგ კი ჟურ­ნა­ლისტ მაკა ჩიხ­ლა­ძეს უკ­ნი­დან ასე­ვე ნიღ­ბი­ა­ნი პირი მი­უ­ახ­ლოვ­და და ძირს და­აგ­დო, სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ ოპე­რა­ტორს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა­დას­ხვა პი­რის ცე­მის ფაქ­ტზე უწყე­ბამ გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

კო­ლე­გებ­ზე თავ­დას­ხმას არა­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, მათ შო­რის არი­ან "იმე­დის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნინო თო­ლორ­და­ვა და ჟურ­ნა­ლის­ტი ქეთი ქარ­და­ვა. მათ დაგ­მეს კო­ლე­გებ­ზე ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს

ქეთი ქარ­და­ვა: მაკა ჩიხ­ლა­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე და ოპე­რა­ტო­რებ­ზე ძა­ლა­დო­ბა, თავ­დას­ხმა, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა და მუ­შა­ო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლა მი­უ­ღე­ბე­ლია. არა­ნა­ი­რი “მაგ­რამ” აქ არ არ­სე­ბობს. მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უნდა იმუ­შა­ოს თა­ვი­სუფ­ლად და მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია მა­ყუ­რე­ბელს. მა­კას ძა­ლი­ან ბევ­რი წე­ლია ვიც­ნობ. პირ­ველ არხზე ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ და ვიქ­ნე­ბი. მა­კა­ზე და მის ოპე­რა­ტორ­ზე თავ­დას­ხმის გარ­და,ანა­ლო­გი­უ­რად ვგმობ ყვე­ლა მსგავს შემ­თხვე­ვას. უმ­ძი­მე­სი ვი­დე­ოა! მაკა, მი­ი­ღე ჩემი სო­ლი­და­რო­ბა.

ნინო თო­ლორ­და­ვა: არა ძა­ლა­დო­ბას! მაკა ჩიხ­ლა­ძე, გუ­რამ რო­გა­ვა სო­ლი­და­რუ­ლი ვარ თქვე­ნი, ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტის და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვი­საც ძა­ლა­დო­ბა პი­რა­დად შე­ე­ხო! ვგმობ ყო­ველ­გვარ ძა­ლა­დო­ბას!

  • მი­უ­ხე­და­ვად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სო­ლი­და­რო­ბი­სა, ქარ­და­ვა­სა და თო­ლორ­და­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი და­უ­წუ­ნა:

"ნინო, გა­უშ­ვა თქვენ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ ოპე­რა­ტო­რის ცე­მის კად­რე­ბი? 5 კაცი რომ ურტყამს ერთ დაგ­დე­ბულ ადა­მი­ანს? - არა!“

"რა არა ძა­ლა­დო­ბას ნინო? თქვენს არ­ხებ­ზე დგას ეს მო­ძა­ლა­დე რე­ჟი­მი. ფა­რი­სევ­ლო­ბაა თქვე­ნი სო­ლი­და­რო­ბა.“

"რა­საც "იმედ­ზე" აკე­თებთ, მა­გას რო­დის დაგ­მობ, ნინო?! ხან­და­ხან მგო­ნია, ტყვედ აგიყ­ვა­ნეს მანდ ყვე­ლა და შვე­ლა გჭირ­დე­ბათ!"

"10-დღი­ა­ნი დაძ­ვე­ლე­ბით გახ­დი სო­ლი­და­რუ­ლი გუ­რა­მი­სად­მი? მაკა სა­ნამ არ სცე­მეს, მარ­ტო გუ­რა­მის ცემა არ იყო საკ­მა­რი­სი?“

"ქეთი, ხალ­ხზე ძა­ლა­დო­ბენ, და­ა­სის­ხლი­ა­ნეს ახალ­გაზ­რდე­ბი ქუ­ჩებ­ში, რა შუ­ა­შია მარ­ტო ჟურ­ნა­ლის­ტი და ოპე­რა­ტო­რი, რე­ჟი­მი გა­დამ­ხეც­და და ადა­მი­ა­ნებს დას­დე­ვენ მო­საკ­ლა­ვად ბნელ ქუ­ჩებ­ში, მი­სა­ღე­ბია ეს ამ­ბა­ვი?!“

"იმედ­ზე და სხვა პრო­პა­გან­დის­ტულ არ­ხებ­ზე დგას ეს ბინ­ძუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქეთი. გა­და­სა­რე­ვად იცი ეს. ფა­რი­სევ­ლო­ბაა ეს ცა­რი­ე­ლი სო­ლი­და­რო­ბა.“

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი 28 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს. სწო­რედ ამ დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აჩე­რებს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცესს 2028 წლამ­დე. აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მწვა­ვე პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში. აქ­ცი­ე­ბი ხში­რად სრულ­დე­ბა სპეც­რაზ­მის მიერ დარ­ბე­ვით. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­კა­ვეს ათო­ბით ადა­მი­ა­ნი, ასე­ვე ნა­ცე­მია ათო­ბით მო­ქა­ლა­ქე. ნიღ­ბი­ა­ნი, უც­ნო­ბი პი­რე­ბი 7 დე­კემ­ბერს თავს და­ესხნენ "ტვ პირ­ვე­ლის" გა­დამ­ღებ ჯგუფს და ფი­ზი­კუ­რად სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"არანაირი “მაგრამ” აქ არ არსებობს" - როგორ ეხმიანებიან "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას "იმედიდან" ქეთევან ქარდავა და ნინო თოლორდავა და რას პასუხობს მათ საზოგადოების ნაწილი

"არანაირი “მაგრამ” აქ არ არსებობს" - როგორ ეხმიანებიან "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას "იმედიდან" ქეთევან ქარდავა და ნინო თოლორდავა და რას პასუხობს მათ საზოგადოების ნაწილი

გუშინ, ღამით, "ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. თავდაპირველად გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი ადამიანი მიუახლოვდა და ოპერატორისთვის კამერის წართმევა სცადა, შემდეგ კი ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს უკნიდან ასევე ნიღბიანი პირი მიუახლოვდა და ძირს დააგდო, სასტიკად გაუსწორდნენ ოპერატორს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პირის ცემის ფაქტზე უწყებამ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კოლეგებზე თავდასხმას არაერთი ჟურნალისტი გამოეხმაურა, მათ შორის არიან "იმედის“ თანამშრომლები - ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა და ჟურნალისტი ქეთი ქარდავა. მათ დაგმეს კოლეგებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და სოლიდარობა გამოუცხადეს

ქეთი ქარდავა: მაკა ჩიხლაძე ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ძალადობა, თავდასხმა, ფიზიკური ანგარიშსწორება და მუშაობაში ხელის შეშლა მიუღებელია. არანაირი “მაგრამ” აქ არ არსებობს. მედიის წარმომადგენელმა უნდა იმუშაოს თავისუფლად და მიაწოდოს ინფორმაცია მაყურებელს. მაკას ძალიან ბევრი წელია ვიცნობ. პირველ არხზე ერთად ვმუშაობდით, მისი გულშემატკივარი ვარ და ვიქნები. მაკაზე და მის ოპერატორზე თავდასხმის გარდა,ანალოგიურად ვგმობ ყველა მსგავს შემთხვევას. უმძიმესი ვიდეოა! მაკა, მიიღე ჩემი სოლიდარობა.

ნინო თოლორდავა: არა ძალადობას! მაკა ჩიხლაძე, გურამ როგავა სოლიდარული ვარ თქვენი, ყველა ჟურნალისტის და ყველა ადამიანის მიმართ, ვისაც ძალადობა პირადად შეეხო! ვგმობ ყოველგვარ ძალადობას!

  • მიუხედავად ჟურნალისტების სოლიდარობისა, ქარდავასა და თოლორდავას საზოგადოებამ დაგვიანებული რეაქციები დაუწუნა:

"ნინო, გაუშვა თქვენმა ტელევიზიამ ოპერატორის ცემის კადრები? 5 კაცი რომ ურტყამს ერთ დაგდებულ ადამიანს? - არა!“

"რა არა ძალადობას ნინო? თქვენს არხებზე დგას ეს მოძალადე რეჟიმი. ფარისევლობაა თქვენი სოლიდარობა.“

"რასაც "იმედზე" აკეთებთ, მაგას როდის დაგმობ, ნინო?! ხანდახან მგონია, ტყვედ აგიყვანეს მანდ ყველა და შველა გჭირდებათ!"

"10-დღიანი დაძველებით გახდი სოლიდარული გურამისადმი? მაკა სანამ არ სცემეს, მარტო გურამის ცემა არ იყო საკმარისი?“

"ქეთი, ხალხზე ძალადობენ, დაასისხლიანეს ახალგაზრდები ქუჩებში, რა შუაშია მარტო ჟურნალისტი და ოპერატორი, რეჟიმი გადამხეცდა და ადამიანებს დასდევენ მოსაკლავად ბნელ ქუჩებში, მისაღებია ეს ამბავი?!“

"იმედზე და სხვა პროპაგანდისტულ არხებზე დგას ეს ბინძური ხელისუფლება ქეთი. გადასარევად იცი ეს. ფარისევლობაა ეს ცარიელი სოლიდარობა.“

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს. სწორედ ამ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებს ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების პროცესს 2028 წლამდე. აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქციები იმართება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. აქციები ხშირად სრულდება სპეცრაზმის მიერ დარბევით. ამ დროის განმავლობაში დააკავეს ათობით ადამიანი, ასევე ნაცემია ათობით მოქალაქე. ნიღბიანი, უცნობი პირები 7 დეკემბერს თავს დაესხნენ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.