Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველგან პოლიციაა და არსად სამართალი -  ეს არის მათი კუდის ბოლო მოქნევა" - კახა კინწურაშვილი
"ყველგან პოლიციაა და არსად სამართალი -  ეს არის მათი კუდის ბოლო მოქნევა" - კახა კინწურაშვილი

მსა­ხი­ობ კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლის თქმით, ხალ­ხი არ და­უშ­ვებს „ჯა­ლა­თუ­რი რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბას”.

  • შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მსა­ხი­ობ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან გა­ა­კე­თა, სა­დაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბუ­ლე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ცხად­და.

"არა­ფე­რი მაქვს სათ­ქმე­ლი. ყველ­გან პო­ლი­ცი­აა, არ­სად სა­მარ­თა­ლი. ეს არის დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა, რა­შიც ჩაგ­ვაგ­დო ე.წ. „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, რო­მე­ლიც არის „რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­მელ­საც უნდა ამ ქვე­ყა­ნა­ში და­ამ­ყა­როს პო­ლი­ცი­უ­რი, ჯა­ლა­თუ­რი რე­ჟი­მი, რა­საც ხალ­ხი არ და­უშ­ვებს. ეს არის მათი კუ­დის ბოლო მოქ­ნე­ვა“,- გა­ნა­ცხა­და კახა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა.

იუ­მო­რისტ ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, აბ­სურ­დია, თით­ქოს, იუ­მო­რის­ტი ონი­სე ცხა­და­ძე ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"ამ სა­სა­მარ­თლოს­გან ყვე­ლა­ნა­ირ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვე­ლო­დით, გარ­და იმი­სა, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­დონ. ეს შე­ნო­ბა რის­თვის არ­სე­ბობს, მა­გა­საც ვერ ვხდე­ბი. სრუ­ლი აბ­სურ­დია, თით­ქოს, ონი­სე ცხა­და­ძე ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჩვენ მას კარ­გად ვიც­ნობთ და მთე­ლი გუნ­დი მზად ვართ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ონი­სე და და­ნარ­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­მო­ვიდ­ნენ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ მსა­ხი­ობს, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს, ასე­ვე, იუ­მო­რისტ ონი­სე ცხა­და­ძე­სა და კი­დევ 4 პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ყველგან პოლიციაა და არსად სამართალი -  ეს არის მათი კუდის ბოლო მოქნევა" - კახა კინწურაშვილი

"ყველგან პოლიციაა და არსად სამართალი -  ეს არის მათი კუდის ბოლო მოქნევა" - კახა კინწურაშვილი

მსახიობ კახა კინწურაშვილის თქმით, ხალხი არ დაუშვებს „ჯალათური რეჟიმის დამყარებას”.

  • შესაბამისი განცხადება მსახიობმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა, სადაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებულებით დაკავებული პირების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა.

"არაფერი მაქვს სათქმელი. ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი რეალობა, რაშიც ჩაგვაგდო ე.წ. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის „რუსული ოცნება“, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში დაამყაროს პოლიციური, ჯალათური რეჟიმი, რასაც ხალხი არ დაუშვებს. ეს არის მათი კუდის ბოლო მოქნევა“,- განაცხადა კახა კინწურაშვილმა.

იუმორისტ ვანო ჯავახიშვილის შეფასებით, აბსურდია, თითქოს, იუმორისტი ონისე ცხადაძე ორგანიზებულ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას.

"ამ სასამართლოსგან ყველანაირ გადაწყვეტილებას ველოდით, გარდა იმისა, რომ სწორი გადაწყვეტილება გამოაცხადონ. ეს შენობა რისთვის არსებობს, მაგასაც ვერ ვხდები. სრული აბსურდია, თითქოს, ონისე ცხადაძე ორგანიზებულ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას. ჩვენ მას კარგად ვიცნობთ და მთელი გუნდი მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ონისე და დანარჩენი ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდნენ ამ დაწესებულებიდან“, - განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა.

ინფორმაციისათვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

წაიკითხეთ ასევე: