იმ ოთხი ახალგაზრდიდან სურათებს რომ აქვეყნებენ, ჩემი რწმენით, სამი მათგანი პროპაგანდის მსხვერპლი აღმოჩნდა, ერთი მათგანი დატრენინგებული ადამიანია - რა ჩანაწერებია მის მიმართ, ზვიად ცეცხლაძეს ვგულისხმობ, ალბათ, ნახეთ. ეს სავარაუდო დამნაშავე, კვლავ ამბოხებაზე საუბრობს იმის ნაცვლად, რომ მიხვდეს, მოინანიოს და ბრალდების მხარისგან რაღაც შეღავათი მოითხოვოს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
"გვეცოდებიან დაკავებული ახალგაზრდები, შეუძლებელია 19-20 წლის ბიჭი არ შეგეცოდოს. ადამიანი არ უნდა იყო, რომ ვიღაცის პატიმრობა გიხაროდეს, მთლად ბრეივიკი თუ არ არის, მაგრამ ის თუ გეცოდება, 19-20 წლის სპეცრაზმელიც არის და შურდულით, ამხელა ჭანჭიკებით და ტყვიებით თავს უტეხენ, ისინიც გვეცოდებიან და ცალმხრივი შეცოდების ტაქტიკა რა არის, მე ვერ ვხვდები. დიახ, ახალგაზრდა ადამიანს რომ ვხედავ, საბრალდებო სკამზე მეც მეცოდება, მარტო ჩემი წარსული პროფესიის გამო კი არა, ადამიანურად მეცოდება, მაგრამ ერთ-ერთი ეს ახალგაზრდა ადგა, ამავდროულად და ამბოხების უფლება გვაქვსო, გააგრძელა ის ნარატივი. ესეც უნდა გავითვალისწინოთ და თუ ვგმობთ ძალადობას, ცალმხრივად კი არ უნდა დავგმოთ, ცოტა ობიექტურები უნდა ვიყოთ, მსახიობი ხარ, მწერალი ხარ, პოლიტიკოსი, თუ სხვა ნებისაებრი დარგის წარმომადგენელი, მოქალაქე ხარ, თუ გმობ ძალადობას დიახ, მეც გიერთდები ნებისმიერი სახის ძალადობის დაგმობაში. არც მე მომეწონა და იმ წამსვე ვთქვი, ჟურნალისტზე ძალადობა. დიახ, მეც დავგმე და დიახ, პირველივე წამებში, როცა ეს ამბავი გავიგე, თქვენ წინაშე ტრიბუნასთან დავდექი და დავგმე კი არა, გავკიცხე კიდევაც, ჩემი მხრიდან რაც კი შესაძლებელი იყო. ფეხბურთის ილეთის სტილში ადამიანის ცემა, ფეხით, წაქცეულის, ხუთი წუთი ადრე რაც არ უნდა დაშავებული ჰქონდეს, წარმოუდგენელი და ამორალურია. ეს ასეა, მაგრამ როგორ შეიძლება, ამავდროულად მორალური იყოს პრეზიდენტადწოდებული ქალბატონი რომ გამოდის და „მშვიდობიანი დემონსტრაცია არისო“ და რაღაცებს რომ ლაპარაკობს“, - განაცხადა მდინარაძემ
მან ისაუბრა დაკავებულ ოთხ ახალგაზრდაზე და აღნიშნა, რომ ზოგი მათგანი პროპაგანდის მსხვერპლია.
"იმ ოთხი ახალგაზრდიდან სურათებს რომ აქვეყნებენ ოთხი დღეა, ჩემი რწმენით, სამი მათგანი პროპაგანდის მსხვერპლი აღმოჩნდა, ერთი მათგანი დატრენინგებული ადამიანია, ასევე იმ ტრენინგის ფარგლებში - თუ დაგიჭერენ ისევ ამბოხებაზე უნდა ილაპარაკო, ასე არიგებენ ჭკუას. რა ჩანაწერებია მის მიმართ, ზვიად ცეცხლაძეს ვგულისხმობ, ალბათ ნახეთ. პრეზუმფციასაც ვიცავ, ეს სავარაუდო დამნაშავე, კვლავ ამბოხებაზე საუბრობს იმის ნაცვლად, რომ მიხვდეს, მოინანიოს და ბრალდების მხარისგან რაღაც შეღავათი მოითხოვოს. დარწმუნებული ვარ, დანარჩენი მათგანი შეიძლება იყოს პროპაგანდის მსხვერპლი. მე, ახლა, აქ, რომ ვდგავარ, შეიძლება მართლა სჯეროდეთ რომ ჩელიაბინსკიდან ველაპარაკები. ამ სიგიჟეს აჯერებენ ხალხს“,- აცხადებს მდინარაძე.
წაიკითხეთ ასევე: