ავტორი:

"სოლოლაკის ქუჩები სავსე იყო მოსეირნე და მოკისკისე რუსებით და კაფეები სავსე სლავური სახეებით. კანტიკუნტად მიდიოდა ვინმე ქართველი, დაღლილი, დათრგუნული" - ნათია ფანჯიკიძე

"სოლოლაკის ქუჩები სავსე იყო მოსეირნე და მოკისკისე რუსებით და კაფეები სავსე სლავური სახეებით. კანტიკუნტად მიდიოდა ვინმე ქართველი, დაღლილი, დათრგუნული" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში, კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსიდან "25 თებერვალი" ფრაგმენტს აქვეყნებს და იქვე წერს:

"გუშინ, სახლში რომ ვბრუნდებოდი, სოლოლაკის ქუჩები სავსე იყო მოსეირნე და მოკისკისე რუსებით და კაფეები სავსე მხოლოდ სლავური სახეებით. კანტიკუნტად მიდიოდა ვინმე ქართველი, დაღლილი, დათრგუნული და მხრებში მოხრილი".

შეგახსენებთ, ქვეყანაში 2028 წლამდე ევროინტეგრაციის შეჩერების საწინააღმდეგოდ აქციები არ წყდება. გუშინ თბილისში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დაარბიეს.