ავტორი:

"დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა... აქციაზე მიდიოდა, როცა ავტოავარიაში მოყვა" - "ჯიპიაი ჰოლდინგის" განცხადება

"დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა... აქციაზე მიდიოდა, როცა ავტოავარიაში მოყვა" - "ჯიპიაი ჰოლდინგის" განცხადება

"ჯიპიაი ჰოლდინგი" განცხადებას ავრცელებს თბილისში ტრაგიკულად დაღუპულ ქალთან დაკავშირებით. ელზა მებურიშვილი ავარიას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მებურიშვილი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა.

"დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში დედასთან ერთად მოყვა.

ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება.

ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ. - ნათქვამია ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: