ავტორი:

"შეწყდეს ხალხის ქუჩებში დევნა! დაპატიმრება! ბავშვების გასამართლება!" - რას წერს გიორგი გასვიანი

"შეწყდეს ხალხის ქუჩებში დევნა! დაპატიმრება! ბავშვების გასამართლება!" - რას წერს გიორგი გასვიანი

"შეწყდეს ხალხის ქუჩებში დევნა! დაპატიმრება! ბავშვების გასამართლება!“ - წერს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება. გასვიანის აზრით, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს მხრიდან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს

- შეწყდეს ხალხის ქუჩებში დევნა! დაპატიმრება! ბავშვების გასამართლება! არ აქვს პოლიტიკურ მრწამსს მნიშვნელობა! თუ ყველას ევროკავშირში წევრობა უნდა, მაშინ გახსნას როგორც ევროკავშირმა საქართველოსთან, ასევე საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკება! ასე გაგრძელება არ შეიძლება!

მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია ტელეწამყვანს პირველად არ დაუფიქსირებია. რამდენიმე დღის წინ გასვიანი წერდა, რომ წაქცეულს არ უნდა დაარტყა და ამ დროს უნდა წამოაყენო. გასვიანი ერთ-ერთი პირველი ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანებიდან, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

წაიკითხეთ ასევე: