პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეატრში უნდა დადიოდე და არა შოპინგზე" - როგორ ეხმაურება ნანკა კალატოზიშვილი სალომე გოგიაშვილის კომენტარს, რომ გაფიცული მსახიობებიდან ვერავის ცნობს
"თეატრში უნდა დადიოდე და არა შოპინგზე" - როგორ ეხმაურება ნანკა კალატოზიშვილი სალომე გოგიაშვილის კომენტარს, რომ გაფიცული მსახიობებიდან ვერავის ცნობს

უკვე კვი­რა­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო მე­დი­ის ობი­ექ­ტივ­შია. თბი­ლი­სი და რე­გი­ო­ნე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა მო­იც­ვა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შვი­დი დღეა აპ­რო­ტეს­ტე­ბენ 28 ნო­ემ­ბერს მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნოს.

თით­ქმის ყო­ველ ღამე აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლი­სას სპეც­რაზ­მი იყე­ნებს წყლის ჭავლს, ცრემლსა­დენ გაზს და სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს. შე­დე­გად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­შავ­დნენ. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ჯა­რო უწყე­ბებ­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ასე­ვე გუ­შინ გა­ი­ფიც­ნენ კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, სპორ­ტი­სა და კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, "ინფლუ­ენ­სე­რე­ბი" სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მხო­ლოდ ერთ თე­მას ეხე­ბი­ან - პრო­ტეს­ტი თბი­ლის­ში, ვი­თა­რე­ბა აქ­ცი­ა­ზე.

გუ­შინ მსა­ხი­ო­ბე­ბი და რე­ჟი­სო­რე­ბი რუს­თა­ვე­ლის თე­ატრთან შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან შე­იკ­რიბ­ნენ და რექ­ტო­რის­გან მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა მო­ი­თხო­ვეს.

გა­ფი­ცუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის თე­მას სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "მარ­თლა ვე­რა­ვის ვცნობ და ვინ არი­ან, სა­ი­დან იფი­ცე­ბი­ან".

მის კო­მენ­ტარს მსა­ხი­ობ­მა ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: "თე­ატ­რში უნდა და­დი­ო­დე და არა შო­პინგზე, მა­შინ იც­ნობ!".

  • უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის მო­თხოვ­ნით იმ მსა­ხი­ო­ბებ­საც მი­მარ­თავს, ვინც ამ დრომ­დე დუ­მან.

მათ შო­რის არი­ან, დუტა სხირტლა­ძე, ნა­ნუ­კა გუ­ლუა, სა­ლო­მე შარ­ვა­ძე, თა­მუ­ნა ნი­კო­ლაშ­ვი­ლი, თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"თეატრში უნდა დადიოდე და არა შოპინგზე" - როგორ ეხმაურება ნანკა კალატოზიშვილი სალომე გოგიაშვილის კომენტარს, რომ გაფიცული მსახიობებიდან ვერავის ცნობს

"თეატრში უნდა დადიოდე და არა შოპინგზე" - როგორ ეხმაურება ნანკა კალატოზიშვილი სალომე გოგიაშვილის კომენტარს, რომ გაფიცული მსახიობებიდან ვერავის ცნობს

უკვე კვირაზე მეტია საქართველო მსოფლიო მედიის ობიექტივშია. თბილისი და რეგიონები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები შვიდი დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.

თითქმის ყოველ ღამე აქციების დაშლისას სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვადასხვა საშუალებებს. შედეგად ჟურნალისტები და მოქალაქეები დაშავდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებას საჯარო უწყებებში თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ასევე გუშინ გაიფიცნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები. უკვე რამდენიმე დღეა ცნობილი სახეები, სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, "ინფლუენსერები" სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთ თემას ეხებიან - პროტესტი თბილისში, ვითარება აქციაზე.

გუშინ მსახიობები და რეჟისორები რუსთაველის თეატრთან შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და რექტორისგან მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირება მოითხოვეს.

გაფიცული მსახიობების თემას სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა: "მართლა ვერავის ვცნობ და ვინ არიან, საიდან იფიცებიან".

მის კომენტარს მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა უპასუხა: "თეატრში უნდა დადიოდე და არა შოპინგზე, მაშინ იცნობ!".

  • უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოების დიდი ნაწილი პოზიციის დაფიქსირების მოთხოვნით იმ მსახიობებსაც მიმართავს, ვინც ამ დრომდე დუმან.

მათ შორის არიან, დუტა სხირტლაძე, ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, თამუნა ნიკოლაშვილი, თათული ედიშერაშვილი და სხვები.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"