პარტნიორები:
    ავტორი:

    მასობრივი ჩხრეკა მეტროსადგურში გრძელდება: ახლახან დააკავეს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რასაც მეტროში მყოფთა აღშფოთება მოჰყვა - ისმის შეძახილი "მონებო!"

    მასობრივი ჩხრეკა მეტროსადგურში გრძელდება: ახლახან დააკავეს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რასაც მეტროში მყოფთა აღშფოთება მოჰყვა - ისმის შეძახილი "მონებო!"

    მეტროსადგურ "თავისუფლების" ტერიტორიაზე ისევ ხმაურია.

    chxreka_metroshi

    პოლიციელები მასობრივად ჩხრეკენ მოქალაქეებს, რასაც მათი ნაწილის უკმაყოფილება მოსდევს. როგორც ჩვენი რეპორტიორების გადაღებული კადრებიდან ჩანს ახლახან იქ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

    dakaaveba_metroSi

    ის მეტროსადგურში ჩადიოდა, უცნობია რაა გახდა დაკავების მიზეზი. მომხდარს მეტროში მყოფი ადამიანების პროტესტი მოჰყვა. ისინი პოლიციელებს "მონებს" ეძახიან.

    შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე საათია პოლიციელები მეტროსადგურში მოქალაქეებს აჩერებენ, უმოწმებენ ჩანთებს და სთხოვენ პირადობის მოწმობის წარდგენას. სამართალდამცველების სწორედ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან პროტესტი. მოქალაქეები შესაბამისი ჩხრეკის ოქმის გარეშე დათვალიერებას ეწინააღმდეგებიან.

    თავად სამართალდამცველები მედიასთან განმარტავენ, რომ გატარებული ღონისძიება არა ჩხრეკა, არამედ "ზედაპირული შემოწმებაა".

    "ეს არ არის გაჩხრეკა, ეს არის პირადი გასინჯვა. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ხდება. პოლიციელს პრევენციული ღონისძიების განხორციელების მიზნით, შეუძლია შეაჩეროს პიროვნება და შეამოწმოს მისი ნივთები ისევე, როგორც ის პირადად გასინჯოს, ეს ჩხრეკა არ არის. როცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შესაძლებელია პიროვნებას ჰქონდეს კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ნივთიერება ან საგანი, მისი ზედაპირული შემოწმება ხდება. კერძოდ, როცა იმყოფება ნიღაბში და ა.შ“, - განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.

    მოქალაქეები პოლიციას მოუწოდებენ, ტერიტორია დატოვონ. ადგილზე მყოფი პირები სტვენითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს.

    იხილეთ ასევე: