მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეებს ჩხრეკენ. ადგილზე მყოფი სამართალდამცველები სხვადასხვა ადამიანებს ამოწმებენ.
“არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. ეს არ არის გაჩხრეკა, ეს არის პირადი გასინჯვა. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ხდება. პოლიციელს პრევენციული ღონისძიების განხორციელების მიზნით, შეუძლია შეაჩეროს პიროვნება და შეამოწმოს მისი ნივთები ისევე, როგორც ის პირადად გასინჯოს, ეს ჩხრეკა არ არის. როცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შესაძლებელია პიროვნებას ჰქონდეს კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ნივთიერება ან საგანი, მისი ზედაპირული შემოწმება ხდება. კერძოდ, როცა იმყოფება ნიღაბში და ა.შ“,- განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.
შეკრებილი მოქალაქეები ჩხრეკას აპროტესტებენ და ჩხრეკის ოქმის წარდგენას მოითხოვენ. სამართალდამცველების ქმედებას მოქალააქეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, ისინი პოლიციას მოუწოდებენ, ტერიტორია დატოვოს პოლიციამ.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი/IPN
იხილეთ ასევე: