მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები არ არის ის, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან თავსებადია“ - ლატვიის პრეზიდენტი
“საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები არ არის ის, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან თავსებადია“ - ლატვიის პრეზიდენტი

“სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რეპ­რე­სი­ე­ბი არ არის ის, რაც ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუს­თან თავ­სე­ბა­დია“, - ამის შე­სა­ხებ ლატ­ვი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ედ­გარს რინ­კე­ვიჩს­მა ქა­ლაქ კლა­ი­პე­და­ში, ლი­ე­ტუ­ვი­სა და ეს­ტო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტებ­თან, გი­ტა­ნას ნა­უ­სე­დას­თან და ალარ კა­რის­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ახლა თა­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ქვე­ყა­ნას ევ­რო­პუ­ლი გზის გაგ­რძე­ლე­ბა სურს, თუ მისი შე­ჩე­რე­ბა ან შე­წყვე­ტა.

“ვუ­ერ­თდე­ბი ჩემს კო­ლე­გებს და ქარ­თველ ხალ­ხსა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ კურსს სრულ მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებ. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ვართ, ალ­ბათ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი და ჩვენ ამას გა­ვაგ­რძე­ლებთ, მაგ­რამ უნდა ით­ქვას, რომ ახლა ბევ­რი რამ თა­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სურს თუ არა ქვე­ყა­ნას ევ­რო­პუ­ლი გზის გაგ­რძე­ლე­ბა თუ გა­და­წყვეტს მის შე­ჩე­რე­ბას ან შე­წყვე­ტას. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქარ­თვე­ლებ­მა უნდა მი­ი­ღონ. ასე­ვე, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, შე­მიძ­ლია გა­ვი­მე­ო­რო ის, რაც უკვე ით­ქვა, ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რეპ­რე­სი­ე­ბის მკაც­რად დაგ­მო­ბა. ვფიქ­რობ, ეს არ არის ის, რაც თავ­სე­ბა­დია კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუს­თან ან იმ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა სურს“, - გა­ნა­ცხა­და ედ­გარს რინ­კე­ვიჩს­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

“საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები არ არის ის, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან თავსებადია“ - ლატვიის პრეზიდენტი

“საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები არ არის ის, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან თავსებადია“ - ლატვიის პრეზიდენტი

“საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები არ არის ის, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან თავსებადია“, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა ქალაქ კლაიპედაში, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, გიტანას ნაუსედასთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა თავად საქართველოზეა დამოკიდებული - ქვეყანას ევროპული გზის გაგრძელება სურს, თუ მისი შეჩერება ან შეწყვეტა.

“ვუერთდები ჩემს კოლეგებს და ქართველ ხალხსა და საქართველოს ევროპულ კურსს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ჩვენ საქართველოს მეგობრები და მხარდამჭერები ვართ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ახლა ბევრი რამ თავად საქართველოზეა დამოკიდებული. სურს თუ არა ქვეყანას ევროპული გზის გაგრძელება თუ გადაწყვეტს მის შეჩერებას ან შეწყვეტას. ეს გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ. ასევე, ჩემი გადმოსახედიდან, შემიძლია გავიმეორო ის, რაც უკვე ითქვა, ანუ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიების მკაცრად დაგმობა. ვფიქრობ, ეს არ არის ის, რაც თავსებადია კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან ან იმ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

იხილეთ ასევე: