ექსპერტი გია ხუხაშვილი აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ “მალე დადგება ის დრო, როდესაც ბრალმდებელი ბრალდებულად იქცევა და ბრალდებული ბრალმდებლად“.
დარწმუნებული ვარ, რომ სისტემა გააფთრებით ცდილობს იპოვოს სუსტი რგოლი, რომელიც “მოინანიებს” და მოჰყვება, როგორ “თხრიდნენ გვირაბს ლონდონიდან ბომბეიმდე”.
ვერც ერთი ვერ შეაშინა, ვერ მოისყიდა, ვერ დააჩოქა.
ასე ამაყად, თავაწეული, ნამდვილი ღირსებით შეაბიჯებს ჩვენი ახალგაზრდობა თავისუფალ, სიკეთით და სიყვარულით სავსე მომავალში.
ბოდიშს ვუხდი მათ ყველა იმ შეცდომის, თუ გადაცდომის გამო, რამაც ამ უბედურებამდე მოგვიყვანა. იმის გამო, რომ ვერ შევძელით მათთვის ნორმალური, ცივილიზებული გარემოს შექმნა ჯანსაღი განვითარებისთვის და მათ თვითონ უწევთ ამისთვის ბრძოლა.
ბოდიში უნდა მოიხადოს მათთან ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, რომელთაც ვერ შეძლეს მათი არჩევანის სათანადოდ დაცვა და ახლაც ვერ ახერხებენ ბრძოლის წინა ხაზზე გასვლას.
ბოდიში უნდა მოვუხადოთ მამებმა და დედებმა, ბაბუებმა და ბებიებმა, რომ არ ვიცნობდით, არ ვაფასებდით, როგორი ვაჟკაცი, განათლებული, პატრიოტი შვილები და შვილიშვილები გვყოლია.
ბოდიში უნდა მოვუხადოთ და ამასთანავე ვიამაყოთ მათით,“ - წერს ხუხაშვილი.
მოსამართლის განმარტებით, სასამართლომ "დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიიჩნია, რომ სავარაუდოდ, ჩადენილია ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა". ხუსკივაძის თქმით, მან გადაწყვეტილების მიღებისას ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით იხელმძღვანელა.
დაკავებულები - ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ.
ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
იხილეთ ასევე: