კრაკოვის და საქართველოს ნაკრების მარჯვენა ფლანგის მცველს ოთარ კაკაბაძეს, პრესკონფერენციაზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება სთხოვეს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის თქმით, მას ქვეყნისთვის საუკეთესო სურს და იმედი აქვს ახლო მომავალში ვითარება დასტაბულურდება.
"საშობაო არდადეგების სამშობლოში გატარებას ვგეგმავ. ყველა ვხედავთ, რაც საქართველოში ხდება, ეს უბრალოდ ქაოსია.
ჩემი ქვეყნისთვის საუკეთესო მსურს, იმედი მაქვს უახლოეს დღეებსა თუ კვირებში, ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში დაბრუნდება", - განაცხადა ოთარ კაკაბაძემ.