საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი ჩიქოვანის ბინიდან ამოღებულია რეგისტრირებული, და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - რას პასუხობს კეზერაშვილი
დიმიტრი ჩიქოვანის ბინიდან ამოღებულია რეგისტრირებული, და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - რას პასუხობს კეზერაშვილი

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ მისი სახ­ლის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღის ნა­წი­ლი მას ეკუთ­ვნის და მას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არა­სო­დეს ჰქო­ნია დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვანს.


რო­გორც კე­ზე­რაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, ამ ია­რა­ღის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ წლე­ბია სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და, რო­გორც შსს-ს და სა­სა­მარ­თლოს, რო­მე­ლიც სხვა ქო­ნე­ბას­თან ერ­თად არა­ერ­თხელ და­ყა­დაღ­და.


  • და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი, რაც არ არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი, არის "უწყე­ბის მიერ ჩა­დე­ბუ­ლი“.

"ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვუ­თხრა, რომ ჩემს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სახ­ლის, რო­მელ­შიც 2012 წლის შემ­დეგ არა­ვის უცხოვ­რია, ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღის ნა­წი­ლი მე­კუთ­ვნის მე და მას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არა­სო­დეს არ ქო­ნია დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვანს.


ია­რა­ღი, რო­მე­ლიც ინა­ხე­ბო­და ჩემს სახ­ლში, დავ­ტო­ვე 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან იძუ­ლე­ბით გა­მომ­გზავ­რე­ბის წინ, გა­ფორ­მე­ბუ­ლია და ინა­ხე­ბო­და კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით. ამ ია­რა­ღის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ წლე­ბია სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და, რო­გორც ე.წ. შსს-ს, ასე­ვე სა­სა­მარ­თლოს, რო­მე­ლიც ჩემ სხვა ქო­ნე­ბას­თან ერ­თად არა­ერ­თხელ იქნა და­ყა­და­ღე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი, რაც არ არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი, არის ამ ე.წ. უწყე­ბის მიერ ჩა­დე­ბუ­ლი. ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნა 12 წელ­ზე მე­ტია გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ეს არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რა­საც გო­მე­ლა­უ­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა უკე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რულ ხალ­ხს თბი­ლი­სი­სა და სხვა ქა­ლა­ქე­ბის ქუ­ჩებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ში­ნე­ბას და დევ­ნას შე­დე­გი არც აქამ­დე გა­მო­უ­ღია და არც მო­მა­ვალ­ში გა­მო­ი­ღებს“,-წერს კე­ზე­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.


  • შე­გახ­სე­ნებთ, შსს-მ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას ბოლო დროს ოფი­სე­ბი­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­სა­ხებ.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე და 239-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის­კენ სა­ჯა­როდ მო­წო­დე­ბას გუ­ლის­ხმობს, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, - უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ჩხრე­კა, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ე­ბის ოფი­სებ­ში, ასე­ვე, საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში“.


  • სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ოფი­სე­ბი­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს: ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა, მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, ასე­ვე, ჩა­ფხუ­ტე­ბი, აირ­წი­ნა­ღე­ბი, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პი­რო­ტექ­ნი­კა, ელექტრო­გა­დამ­ცე­მი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, ე. წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი, სა­ღე­ბა­ვე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხის ხსნა­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვავ­რცე­ლებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი, ამაღ­ლე­ბის ქუჩა N12-ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის თა­ო­ბა­ზე.აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ცო­ლის ძმა, “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მდი­ვა­ნი - დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნი. ჩხრე­კი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მო­წყო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მა­ლა­ვი­დან ამო­ი­ღეს, რო­გორც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, მა­ყუ­ჩე­ბი, საბ­რძო­ლო ვაზ­ნე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


იხი­ლეთ ასე­ვე:


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

დიმიტრი ჩიქოვანის ბინიდან ამოღებულია რეგისტრირებული, და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - რას პასუხობს კეზერაშვილი

დიმიტრი ჩიქოვანის ბინიდან ამოღებულია რეგისტრირებული, და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - რას პასუხობს კეზერაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი განმარტავს, რომ მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მას ეკუთვნის და მასთან არანაირი შეხება არასოდეს ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს.


როგორც კეზერაშვილი "ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია სრული ინფორმაცია ჰქონდა, როგორც შსს-ს და სასამართლოს, რომელიც სხვა ქონებასთან ერთად არაერთხელ დაყადაღდა.


  • დავით კეზერაშვილის თქმით, ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის "უწყების მიერ ჩადებული“.

"ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ქონია დიმიტრი ჩიქოვანს.


იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში, დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით. ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია სრული ინფორმაცია ჰქონდა, როგორც ე.წ. შსს-ს, ასევე სასამართლოს, რომელიც ჩემ სხვა ქონებასთან ერთად არაერთხელ იქნა დაყადაღებული. ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნა 12 წელზე მეტია გრძელდება, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გომელაურის კრიმინალური დაჯგუფება უკეთებს საქართველოს თავისუფლების მოყვარულ ხალხს თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. საქართველოში დაშინებას და დევნას შედეგი არც აქამდე გამოუღია და არც მომავალში გამოიღებს“,-წერს კეზერაშვილი სოციალურ ქსელში.


  • შეგახსენებთ, შსს-მ გაავრცელა ინფორმაციას ბოლო დროს ოფისებისა და საცხოვრებელი სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს, სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, - უწყების ინფორმაციით, “ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელდა ჩხრეკა, როგორც კონკრეტული პარტიების ოფისებში, ასევე, საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების საცხოვრებელ სახლებში“.


  • სამართალდამცველებმა ოფისებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული ტექნიკა, ასევე, ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული, ამაღლების ქუჩა N12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის თაობაზე.აღნიშნულ მისამართზე ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი - დიმიტრი ჩიქოვანი. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი" - ნათქვამია ინფორმაციაში.


იხილეთ ასევე: