ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
"ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი ხმა. ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება", - წერს მეცოლა.
უკვე ერთი კვირაა საქართველო მსოფლიო მედიის ობიექტივშია. თბილისი და რეგიონები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები შვიდი დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.
თითქმის ყოველ ღამე აქციების დაშლისას სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვადასხვა საშუალებებს. შედეგად ჟურნალისტები და მოქალაქეები დაშავდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებას საჯარო უწყებებში თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. პროცესების პარალელურად უამრავმა ევროპელმა და ამერიკლემა პოლიტიკოსმა გააკეთა კომენტარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
წაიკითხეთ ასევე: