ხანძრიდან ხუთ წელიწადში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქცია დასრულდა და მედიაში აღდგენილი ტაძრის პირველი ფოტოები გამოქვეყნდა.
აღდგენილი ძეგლი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მეუღლესთან, ბრიჯიტთან ერთად დაათვალიერა.
2019 წელს გაჩენილმა ხანძარმა ტაძრის გუმბათი სრულიად გაანადგურა და ზიანი იმდენად დიდი იყო, რომ საეჭვო გახდა, შეძლებდნენ თუ არა მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას.
პარიზის ერთ-ერთი სიმბოლოს აღდგენის მასშტაბურ პროექტს გენერალი ჟან ლუი ჟორჟლინი ხელმძღვანელობს. "ჩვენ ვიმარჯვებთ ნოტრ დამისთვის ბრძოლაში“, - ამბობდა ის apnews-სთან საუბრისას.
საფრანგეთის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ გარკვეული სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და როცა ტაძარი გაიხსნება, სარემონტო სამუშაოები სრულად არ იქნება დასრულებული და 2025 წლისთვისაც გაგრძელდება.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 700 მილიონი ევრო დაიხარჯა.