აშშ-ში, ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროსთან, 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ძლიერ რყევას რამდენიმე შედარებით მხირე ბიძგიც მოჰყვა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:44 საათზე ფერნდეილიდან, კალიფორნიის შტატი, 60 მილის დაშორებით მოხდა.
ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება ჩრდილოეთ კალიფორნიისა და ორეგონის შტატის სანაპირო ზოლის ნაწილებისთვის გამოცხადდა. ამ დროისთვის მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კალიფორნიასა და ორეგონში ცუნამის გაფრთხილება გაუქმდა.
"დამანგრეველი ცუნამი მოსალოდნელი არ არის", - განაცხადეს აშშ-ს გეოლოგიურ სამსახურში. მათი ცნობით, ოკეანის სიმაღლეში მცირე ცვლილებები შეიმჩნევა, თუმცა ეს საფრთხეს არ წარმოადგენს.