ვეტერანი ფეხბურთელი, კახა ალადაშვილი სოციალურ ქსელში თბილისის მერის, კახა კალაძის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ კალაძემ სამშობლოს უღალატა.
"ერთხელ დავწერე, შენი გუნდელი რომ მქვია, მრცხვენია-მეთქი.
ამაზე მეტს მეგონა აღარ გეტყოდი, მაგრამ უკვე მე კი არა, მთელ უკრაინას შერცხვა შენი.
ფინანსურზე დიდი და მძიმე სანქცია ესაა. უღალატე ქვეყანას, რომელმაც ყველაფერი მოგცა, მაგრამ ეს კიდევ არაფერია, შენ საკუთარ სამშობლოსაც უღალატე", - წერს კახა ალადაშვილი.