ავტორი:

"ზურა დათუნაშვილზე ძალადობა განხორციელდა დაკავებისას, ასევე, როცა იზოლატორში გადმოჰყავდათ" - ადვოკატი

"ზურა დათუნაშვილზე ძალადობა განხორციელდა დაკავებისას, ასევე, როცა იზოლატორში გადმოჰყავდათ" - ადვოკატი

"დაკავების დროს მასზე ძალადობა განხორციელდა, ასევე, მასზე იძალადეს, როცა იზოლატორში გადმოჰყავდათ. მას ძალადობის ხილული კვალი აღენიშნება კისრის არეში, მარცხენა თვალი აქვს დაზიანებული და მარჯვენა ყური", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, მსოფლიო ჩემპიონის ზურა დათუნაშვილის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განაცხადა.

  • მისი თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქმე უკვე აღძრულია და მათ ყველა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობა აქვთ.

"ზურა დათუნაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის არ შესრულებას მოიცავს.

მისი დაკავება ძალადობრივი გზით მოხდა, როდესაც ის შენობიდან გამოვიდა, მას პოლიციელებთან კონტაქტი არც კი ჰქონია, შავებში ჩაცმული, ერთ-ერთი პოლიციელი პროვოკაციის მოსაწყობად მივარდა, სწვდა ქურთუკში და დააგდო ძირს. ამავე პირმა პოლიციელებს ზურას დაკავებისკენ მოუწოდა. დაკავების დროს მასზე ძალადობა განხორციელდა, ასევე მასზე იძალადეს, როცა ის იზოლატორში გადმოჰყავდათ. მას ძალადობის ხილული კვალი აღენიშნება კისრის არეში, მარცხენა თვალი აქვს დაზიანებული და მარჯვენა ყური.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღძრულია საქმე, ზურა გამოიკითხა და დეტალურად უთხრა გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ჩვენი ინფორმაციით, ხვალ მასთან შევა ექსპერტი, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზას ჩაუტარებს.

რაც შეეხება მოძალადე პირებს, ყველას ამოცნობა შეუძლია ზურას. თუ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ საქმის გამოძიება სურს, ამის შესაძლებლობა მათ აქვთ, ყველას იდენტიფიცირება შესაძლებელია, ასევე როდესაც ზურაზე მანქანაში ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა, ორივე ადამიანმა ნიღბები მოიხსნა და ზურას მათი ამოცნობაც შეუძლია.

ზურა გამოძიებასთან თანამშრომლობს, მისი დაკავება საღამოს საათებში მოხდა, 48- საათი ხვალ გადის და დიდი ალბათობით, ხვალ მის საქმეს სასამართლოში შეიტანენ და პროცესი გაიმართება",- განაცხადა ბექა კვინიკაძემ.

ფოტო: მირიან მელაძე